05 ივნისი, 2015
ხატია სიჭინავას 3 დღიანი დიეტა, რომელსაც აპოლონივით ქმრისთვის იცავს
ხვალამდე შესამჩნევი იქნება ჩემი შიმშილობა
რამაზ ნოზაძე რამდენიმე დღით მოლდოვაში გაემგზავრა. მანამდე კი მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით წონაში დაკლება ურჩია. "აპოლონივით ქმარი გყავს და შენც ფორმაში უნდა იყოო" - წერდა რამაზი. ხატიაც თავს არ ზოგავს, რომ მეუღლეს გული გაუხაროს ძალიან კარგ ფორმაში იყოს.

- ხატია, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ქმარმა შენიშვნა მომცა. ჩემი ერთადერთი სტიმული ჩემი ქმარია. მითხრა, 3 დღით მივფრინავ და 3 დღეს გაძლევ, რომ შედეგი დამანახოო.

- უკვე რამდენი დღე გავიდა?
-
ორი...

- როგორია შედეგი?
- ორი დღეა, წიწიბურაზე ვარ, უკვე დავიჩუტე.

- რამდენი კილო დაიკელი?
- სასწორზე ჯერ არ შევმდგარვარ, სულ 53 ვიყავი. იმედია, ხვალამდე შესამჩნევი იქნება ჩემი შიმშილობა.

- რა შედის შენს დიეტაში?
- სამი დღე მარტო წიწიბურა უნდა ვჭამო ყველანაირი მისაყოლებელის გარეშე.

- წიწიბურას ზეთის და მარილის გარეშე ჭამ?
- კი, მხოლოდ წყალში მოხარშულს ვჭამ. რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული. რომ ჩამოვა, უკვე ერთად დავიწყებთ ვარჯიშს.

- წყალს ბევრს სვამ?
- კი, წყალი მეხმარება მადის დაკარგვაში. საბედნიეროდ უკვე ძალიან ცხელა.

- დღეში რამდენ ლიტრ წყალს სვამ?
- დაახლოებით ორ ლიტრს.

- როგორ ფიქრობ, რამდენი კილო გაქვს დაკლებული?
- სავარაუდოდ ორ დღეში ერთ კილოს დავემშვიდობე.

- შენი მეუღლის კომენტარი ვნახე, აპოლონივით ქმარი გყავს და უნდა დაიკლო წონაშიო…
- ყველანაირად ცდილობს, სტიმული რომ მომცეს თორემ ჩემი ქმარი რომ აპოლონია, მეც მშვენივრად ვიცი. თუმცა თვითონაც იცის, გვერდით კოლხი მედეა, რომ ჰყავს (იცინის).

- დიეტის დროს ყავაზე უარი თქვი?
- ყავა შეიძლება.

- მითხარი, მეუღლესთან ერთად ვარჯიშის დაწყება მაქვს გეგმაშიო. ვარჯიშის პარალელურად დიეტას დაიცავ? თუ სამი დღე გეყოფა, სასურველი წონის მისაღწევად, როგორ ფიქრობ.
- კუჭი უკვე ისე დამიპატარავდა, დიდად აღარც მინდება საკვები. სავარაუდოდ მარტო `გრეჩიხას~ აღარ შევჭამ, მაგრამ დიეტას გავაგრძელებ.

- რამდენი კილო გინდა, რომ იყო?
- 48 კილო უნდა გავხდე. ეს არის ჩემი მიზანი.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
tiko
48 ra ubedurebaaa ramdenia simaglit ki mara mtlad gamxmari varga rameeed
12:18 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დაჯი
რა იყოთ ხალხო იქნება კიდევ და გაამრავლებს ერს, ეგეც შეგშურდეთ აღარც გაჩენა გინდათ აღარც აღზრდა... ევროპელობა გადაგვარჩენს მარტო..
11:43 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
noxious
ტუჩებს თუ დაიპარატავებ 1-2 კილოსაც მაგით მოიკლებ ;) :))
00:05 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
კარგით, რა უყვარს და რა ქნას, აპოლონიცაა და ყველაფერიც, :) ) არ გაგიგიათ კატას თავისი ქმარი ლომი ეგონაო?
23:41 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
გამომეტყველება ნამდვილად აპოლონის აქვს.არაფერს ვამბობ ინტელექტუალურ...
21:39 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა გეშველებათ :D ღადაობა ხალხი ხართ
20:09 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
ეს გოგო ფეხმძიმედ აღარ არის?
17:24 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
shoka shoka
ჩაქრით თქვენა, ასე საჯაროდ ტრიპაჩობა რა საჭიროა...
17:13 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სსსსსსსსსსსსსსს
ხო, ის აპოლონია და შენ ვენერა :D
15:06 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS