05 ივნისი, 2015
როგორ შევინახოთ ხილი ზამთრისთვის - 5 ყველაზე ეფექტური ხერხი
ცივ ზამთარში, როდესაც გარეთ ძალიან ცივა, სახლში თბილად და კომფორტულად მოკალათებულს ალბათ ბევრჯერ მოგდომებიათ ისეთი ხილი, რომლის ზამთარში დაგემოვნება თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ, ნურას უკაცრავად. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელი არაფერია და სეზონური ხილის შენახვის პრობლემაც აღარ არსებობს. უბრალოდ, ყველაფერს ცოდნა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც, უმჯობესია ხილის შენახვის ის მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენ მიერ შენახულ გემრიელობას არც გემოვნურ თვისებებს დაუკარგავს და სასარგებლო ვიტამინებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნებს.

ხერხი 1 - დაშაქვრა

ვინარჩუნებთ ვიტამინების 40%-ს
ეს მეთოდი უფრო მეტად კენკრის შესანახად
გამოიყენება. ამ მეთოდით შენახვის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შაქრის დიდი კონცენტრაცია ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას. მურაბებისგან განსხვავებით, ასეთი ხერხით შენახული ხილი უფრო მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, მაგრმ ამ შემთხვევაში აუცილებელია ნაყოფის ცივ ადგილზე შენახვა, კერძოდ მაცივარში, რაც ნაყოფის დიდი რაოდენობით შენახვის შემთხვევაში ცოტა მოუხერხებელია.
ამ მეთოდით შენახვისას საჭიროა კენკრის გარეცხვა და დაბლენდერება ან გატარება. ამის შემდეგ ვაყრით შაქარს (1კგ.ხილზე 1,5-2 კგ. შაქარი). ასევე შეიძლება ლიმნის ნაჭრების შენახვა. თუ გინდათ ვირუსების სეზონს მომზადებული შეხვდეთ, ლიმნის წამლად ქცევაც შეგიძლიათ თუ დაშაქრულ ლიმონს ქორფა კოჭას ფესვს დაუმატებთ, ზემოდან კი თაფლს მოასხამთ. შედგით ქილა მაცივარში თვე-ნახევრის განმავლობაში და ჩაისთან ერთად მიირთვით, გვერწმუნეთ, ვირუსი ვერაფერს დაგაკლებთ.

ამ ნაყენს გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში თუ გახსნით, უგემრიელეს კოჭას ლომონათს მიიღებთ.

ხერხი 2 - ხილის "დამწნილება"
ასეთი მეთოდით შენახვისას ვიბნარჩუნებთ შენახული ხილის ვიტამინების 70-75%-ს, თუმცა შენახვის ეს მეთოდი უფრო ბოსტნეულისთვის გამოიყენება. რაც შეეხება ხილს, ასე შესაძლებელია უფრო ვაშლის, მსხლის, საზამთროს და ყურძნის შენახვა. ხილის შემთხვევაში განსაკუთრებით გემრიელი ვაშლი გამოდის, საამისოდ უნდა შევარჩიოთ უფრო მოტკბო ჯიშის და კარგად დამწიფებული ნაყოფი. ვაშლს ხის ჭურჭელში ამწნილებენ. სოკოსგან თავის აცილების მიზნით ჭურჭლის კედლებს ნივრით ამუშავებენ.
ძირში აფენენ ვაშლის, პიტნის ან ალუბლის ფოთლებს. ზემოდან ათავსებენ კარგად გარეცხილ ვაშლს და ფენა-ფენა ისევ ფოთლებს ალაგებენ.
როდესაც ჭურჭელი აივსება, ასხამენ სპეციალურ ცივ სითხეს (ადუღებულ მარიალიან წყალს, პროპორციით 10 ლიტრ წყალზე 75-100 გრ მარილი, დუღილის დროს უმატებენ 200 გრ შაქარს ან თაფლს და ნახევარ საათში კიდევ ორჯერ წამოადუღებენ). თავზე აფარებენ და დგამენ ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე-ღამე. თუ წყალს შეიშრობს, უმატებენ, შემდეგ ჭურჭელი გადააქვთ გრილ ადგილას. 30-40 დღე-ღამის შემდეგ ვაშლი მზად არის.

ხერხი 3 - ხილისა და კენკრის გამოშრობა (ან დაჩირება)

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS