04 ივნისი, 2015
სტილისტების რამდენიმე საიდუმლო ხერხი - როგორ მოვიქცეთ ეპილაციის შემდეგ, გამხმარი ტუშის შემთხვევაში, ცხიმიანი კანის დროს...
• ეპილაციის და გაპარსვის შემდეგ გაღიზიანების და სიწითლის მოშორებაში დაგეხმარებათ ასპირინი, ცნობილი ანთებითსაწინააღმდეგო საშუალება. დაფშვენით ასპირინის აბები და გახსენით თბილ წყალში (5 აბი 1/4 ჭიქა წყალზე). წაისვით გაღიზიანებულ კანზე და დააცადეთ გაშრობა. საჭიროაბისამებრ გაიმეორეთ.

• რუმიანას იდეალური ფერის შერჩევა შეიძლება ასე: შეკარით ხელი მუშტში, გახსენით და შეხედეთ თითების ბალიშებს - ფერი, რომელიც გამოჩნდა, არის სწორედ თქვენთვის საჭირო ტონი.

• იმისათვის რომ ფრჩხილების ლაქი მალე გაშრეს, რამდენიმე წუთით ჩაუშვით თითები ყინულიან წყალში.

• სანამ მოიშორებთ მუქი ფერის ლაქს,
კანზე ფრჩხილების ირგვლივ წაისვით ნებისმიერი მცენარეული ზეთი, ცხიმოვანი აპკი დაიცავს კანს ლაქით დასვრისგან.

• თუ გინდათ ერთბაშად გაიდიდოთ ტუჩების მოცულობა, ისარგებლეთ პიტნის ზეთით! ის გამოიწვევს მსუბუქ ალერგიულ რეაქციას და შედეგად მიიღებთ ტუჩების მცირე გაბერილობას.

• თმის კონდიციონერის მოქმედებას გააძლიერებთ, თუ მოათავსებთ მას კერამიკულ ჯამში და 15 წამით შედგავთ მიკროტალღურ ღუმელში. თბილი კონდიციონერი ხელს უწყობს თმის ქერცლის გახსნას და ღრმა შეღწევას მათ სტრუქტურაში.

• იმისათვის რომ თმას მიანიჭოთ მოცულობა, დაგეხმარებათ ჩვეულებრივი შაქარი! გახსენით 2 ს.კ. შაქარი 0,5 ლ წყალში და გადაასხით ცარიელ ფლაკონში პულველიზატორით - თქვენ მიიღებთ ნატურალურ სპრეის თმის მოცულობისთვის ცნობილი ვარსკვლავური სტილისტის რეცეპტით.

• იმისათვის რომ შეამციროთ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა, პერიოდულად შეისხურეთ სახე ცივი შავი ჩაით, რომელიც ავიწროებს ფორებს.

• იმისათვის რომ გააზავოთ გამხმარი ტუში, შეიძლება დაამატოთ თითო-ოროლა კოკა-კოლას წვეთი.

• ყოველთვის ხელთ იქონიეთ ტუჩის ოქროსფერი ბლესკი. ის ტუჩის ნებისმიერ ელფერს ხდის უფრო თბილს და დროულია ნებისმიერ სიტუაციაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS