სიცხეში დღე-ღამის რიტმი ირღვევა ბევრი ძალიან გვიან იძინებს. სადილის შემდეგ ძილი დაგეხმარებათ ენერგიის სწრაფად აღდგენასა და შუადღის პაპანაქების გადატანაში. ზაფხულის სიცხეს ბევრი მთისა თუ ზღვის აგარაკებზე აფარებს თავს. თუმცა, თუ ჯერ კიდევ ქალაქში რჩებით და დასასვენებლად გამგზავრების არც დრო გაქვთ და არც საშუალება, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, როგორ შეიძლება ზაფხულის სიცხესთან გამკლავება.
გაუწყლოებისგან თავის დასაცავად ყოველ 15 წუთში დალიეთ ორი ყლუპი წყალი. მოერიდეთ გაზიან წყლებს, ისინი წყურვილს ვერ მოგიკლავენ.
შადრევანში გაგრილება გინდათ? ამის გაკეთებას არ გირჩევთ,
თუ ზაფხულში წყლის პირას გრილდებით, არ დაგავიწყდეთ, რომ წყლის შხეფები ლინზებივით მოქმედებს. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ ვითარებაში შეიძლება უფრო ადვილად მიიღოთ მზის დარტყმა ან დამწვრობა. ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალების წასმა.
თუ გრძნობთ, რომ სიცხისგან გონებას კარგავთ, მაშინვე დაჯექით და რაც შეიძლება ძლიერად იკბინეთ ნეკა თითზე ფრჩხილის ფუძესთან -მაშინვე მოეგებით გონს.
ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება სასარგებლო ნივთიერებები და წყალი. მათი მარაგი მუდმივად უნდა შეივსოს, ამიტომ თუ მოგშივდებათ, აუცილებლად ჭამეთ, სიცხეში საკვების მაგივრობა შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის წვენებმაც გაგიწიოთ. ეს გაუწყლოების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.
რაც შეეხება ნაყინს, თუ ტემპერატურა +25 გრადუსზე მეტია, დაივიწყეთ! შეიძლება ანგინა დაგემართოთ კონტრასტული ტემპერატურა დიდი სტრესია.
კარგი გამაგრილებელი საშუალებაა პიტნის ჩაი. შეგიძლიათ, ცივი ნაყენი მიირთვათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, პიტნას დამამშვიდებელი მოქმედება ახასიათებს და ზედმეტი არ მოგივიდეთ.
არ გაქვთ კონდიციონერი? ჩართეთ ვენტილატორი ისიც გიშველით. სასურველია, ფანჯრებზე სველი მარლა ჩამოაფაროთ.
თუ შესაძლებლობა გაქვთ, კარგი იქნება, თუ დღისით დაიძინებთ. სიცხეში დღე-ღამის რიტმი ირღვევა ბევრი ძალიან გვიან იძინებს. სადილის შემდეგ ძილი დაგეხმარებათ ენერგიის სწრაფად აღდგენასა და შუადღის პაპანაქების გადატანაში.
ოფისში მუშაობისას ძილმა თავი რომ არ წაგართვათ, ყოველ 2 საათში მსუბუქად წაივარჯიშეთ, ეს გაგამხნევებთ და კუნთებს ტონუსს შემატებს, გადახურებამ შეიძლება მათი სპაზმი გამოიწვიოს.
ჟურნალი „რეიტინგი“