თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას დიეტა ძველებურად აქტუალურია. ამჯერად უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ დიეტას მომღერალი მაგდა ვასაძე იცავს. მაგდა მესამე კვირაა რაც უგულავას დიეტაზეა და 6 კილოგრამი დაიკლო.
- მაგდა, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ბოლო დროს დაახლოებით ათი კილო მქონდა მომატებული. წონაში დაკლება ნამდვილად მჭირდებოდა.
- უგულავას დიეტაზე არჩევანი რატომ გააკეთე?
- დეიდაჩემი იყო ამ დიეტაზე, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. დამირეკა და მითხრა, რომ შენ აუცილებლად უნდა დაიკლო, სცენაზე დგახარ და აუცილებლად
- ზუსტად იცავ დიეტას?
- გადავწყვიტე, ყველაფერი ზუსტად დამეცვა. იყო შემთხვევა, რომ დიეტა დამიცავს, მაგრამ ცოტა დამირღვევია და შედეგიც შესაბამისად კარგი არ ყოფილა.
- ხომ არ გიჭირს დიეტის დაცვა?
- მიჭირს იმ შემთხვევაში, თუ გასტროლზე ვართ და მთელი დღე მიწევს რძის და საღამოს ტომატის წვენის დალევა. სამი ივენთი დამემთხვა და სახლში რამის მომიტანეს.
- რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ კარგი შედეგი მიიღო?
- დიეტა პირველ რიგში არის ნებისყოფა. თუ ნებისყოფა არ აქვს ადამიანს, ის ვერასოდეს ვერ გახდება. ხშირად მიწევს მეგობრებთან ერთად რაიმე წვეულებაზე წასვლა, მეგობრები მწვადებს რომ ჭამენ, მე ძალიან ჩვეულებრივ ვიღებ ჩანთიდან ჰოლანდიურ ყველს და უშაქრო და უსაფუარო პურს და გემრიელად მივირთმევ. ამაში რთული არაფერია.
”უგულავას დიეტა”, რომლითაც ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაიკლო
სალომე დადიანი