03 ივნისი, 2015
დიეტა, რომელითაც მაგდა ვასაძემ 6 კილოგრამი დაიკლო - „ამაში რთული არაფერია...“
დეიდაჩემი იყო ამ დიეტაზე
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას დიეტა ძველებურად აქტუალურია. ამჯერად უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ დიეტას მომღერალი მაგდა ვასაძე იცავს. მაგდა მესამე კვირაა რაც უგულავას დიეტაზეა და 6 კილოგრამი დაიკლო.

- მაგდა, რატომ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?
- ბოლო დროს დაახლოებით ათი კილო მქონდა მომატებული. წონაში დაკლება ნამდვილად მჭირდებოდა.

- უგულავას დიეტაზე არჩევანი რატომ გააკეთე?
- დეიდაჩემი იყო ამ დიეტაზე, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. დამირეკა და მითხრა, რომ შენ აუცილებლად უნდა დაიკლო, სცენაზე დგახარ და აუცილებლად
სულ კარგ ფორმაში უნდა იყოო.

- ზუსტად იცავ დიეტას?
- გადავწყვიტე, ყველაფერი ზუსტად დამეცვა. იყო შემთხვევა, რომ დიეტა დამიცავს, მაგრამ ცოტა დამირღვევია და შედეგიც შესაბამისად კარგი არ ყოფილა.

- ხომ არ გიჭირს დიეტის დაცვა?
- მიჭირს იმ შემთხვევაში, თუ გასტროლზე ვართ და მთელი დღე მიწევს რძის და საღამოს ტომატის წვენის დალევა. სამი ივენთი დამემთხვა და სახლში რამის მომიტანეს.

- რა არის იმისთვის აუცილებელი, რომ კარგი შედეგი მიიღო?
- დიეტა პირველ რიგში არის ნებისყოფა. თუ ნებისყოფა არ აქვს ადამიანს, ის ვერასოდეს ვერ გახდება. ხშირად მიწევს მეგობრებთან ერთად რაიმე წვეულებაზე წასვლა, მეგობრები მწვადებს რომ ჭამენ, მე ძალიან ჩვეულებრივ ვიღებ ჩანთიდან ჰოლანდიურ ყველს და უშაქრო და უსაფუარო პურს და გემრიელად მივირთმევ. ამაში რთული არაფერია.

”უგულავას დიეტა”, რომლითაც ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაიკლო

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
lana
ინტერნეტსჰი მოდზებნეტ უგულავას დიეტა და იქ ყველაFერს წაიკითხავთ
02:26 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
დიეტის რა მოგახსენო მაგრამ, მაგ წითელ თმებში საშინლად გამოიყურები, რატომ იმახინჯებ თავს არ მესმის.
15:37 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მალა
გირჩევთ ამ დიეტას, ძალიან კარგია, ყოველთვის ხარ დანაყრებული, შიმშილის შეგრძნება არასდროს გექნება, წონაშიც დაიკლებ,6-7კგ. ერთ კვირაში გირჩევთ გულწრფელად, საკუთარი გამოცდილებიდა გამომდინარე,ამ დიეტის დაცვის შემდეგ არ გადიჭირდებათ სხვა დიეტის დაცვა მაგრამ მე მგონი სხვას არ მოისურვებთ.
00:18 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
უგულავა არ გინდათ, მისი დიეტა ხომ გინდათ, ჰაჰაჰა ))))))). ისე ეს წითელი თმა რომ ისევ შავად გადაიღებო უფრო სიმპო გოგო იქნები მაგგ.
02:15 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მერი
დაზერეტ ეს დიეტა ტუ სჰეიზლება
16:34 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS