ყოველ ორ თვეში შეიჭერით თმის ბოლოები. ასე თმა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება და ვიზუალურადაც უკეთესად გამოიყურება.
იმისთვის, რომ თმა უსიცოცხლოდ არ გამოიყურებოდეს შეგიძლიათ მოამზადოთ ავოკადოს თმის ნიღაბი.
დაბეგვეთ ავოკადო, დაუმატეთ 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი და 2 ს.კ თაფლი. წაისვით მომზადებული მასა თმაზე, გაიჩერეთ 10-30 წუთი და ჩამოიბანეთ.
თმის დასარბილებლად გამოგადგებათ ვაშლის ძმარიც. ჭიქის მეოთხედი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში.
კიდევ ერთი სუპერ დამარბილებელი ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ხელებით. 1ც ბანანი და 2 კოვზი იოგურტი შეურიეთ ერთმანეთს. მზა მასა შეიზილეთ თმის ძირებში და დაიხურეთ ქუდი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ მკვებავი კოქტეილი. ვუალა... თმა გახდება საოცრად რბილი და მბზინვარე.
ანა ვერძაძე