02 ივნისი, 2015
დამშვიდდით - ისწავლეთ ჩვენგან როგორ დაირბილოთ თმა
დაბანის შემდეგ ნუ გაიშრობთ თმას უხეშად. ასე თმა დაზიანდება და დაიმუხტება. ეცადეთ, ფრთხილად გაიმშრალოდ პირსახოცით.

ყოველ ორ თვეში შეიჭერით თმის ბოლოები. ასე თმა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება და ვიზუალურადაც უკეთესად გამოიყურება.

იმისთვის, რომ თმა უსიცოცხლოდ არ გამოიყურებოდეს შეგიძლიათ მოამზადოთ ავოკადოს თმის ნიღაბი.
დაბეგვეთ ავოკადო, დაუმატეთ 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი და 2 ს.კ თაფლი. წაისვით მომზადებული მასა თმაზე, გაიჩერეთ 10-30 წუთი და ჩამოიბანეთ.

თმის დასარბილებლად გამოგადგებათ ვაშლის ძმარიც. ჭიქის მეოთხედი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში.
თავის დაბანის შემდეგგადაივლეთ ძმრიანი წყალი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კიდევ ერთი სუპერ დამარბილებელი ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ხელებით. 1ც ბანანი და 2 კოვზი იოგურტი შეურიეთ ერთმანეთს. მზა მასა შეიზილეთ თმის ძირებში და დაიხურეთ ქუდი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ მკვებავი კოქტეილი. ვუალა... თმა გახდება საოცრად რბილი და მბზინვარე.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS