01 ივნისი, 2015
ხალხური რეცეპტები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ
კუჭის წყლულის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს სანელებლები, ცხარე და ცხიმიანი საკვები, ჩაი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი. უნდა ჭამოთ ხშირად და მცირე ულუფებით, კუჭ-ნაწლავი რომ არ გაღიზიანდეს, საკვები უნდა იყოს თბილი. კუჭის წყლულის დროს სასარგებლოა ბრინჯი, ფაფები, რძემჟავა პროდუქტები.

კუჭის წყლულის დროს სასურველია, რაც შეიძლება მეტი შტოში მიირთვათ - შტოშის წვენი ანტიბაქტერიული მოქმედებით ანტიბიოტიკებს არ ჩამოუვარდება. დღეში ორი ჭიქა შტოშის წვენი კუჭის წყლულის გავრცელებისა და გამწვავებისგან დაგიცავთ. ეს რეცეპტი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალის
ორგანიზმისთვის.

კუჭის წყლულის შეხორცებასა და ლორწოვანი გარსის აღდგენას ხელს უწყობს აგრეთვე კომბოსტოსა და სტაფილოს წვენი, თაფლი, ალოეს წვენი, ქაცვის ზეთი.

ხალხურ მედიცინაში ცნობილი და პოპულარული საშუალება - სოდიანი წყალი - მხოლოდ დროებით აყუჩებს ტკივილს და სამკურნალოდ არ გამოგადგებათ.

ხალხური რეცეპტები კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს თვე-ნახევრის განმავლობაში მიიღეთ ფიჭვის თხელი ფისი. დაიწყეთ ერთი გრამი ფისით, მეორე კვირის ბოლოს რაოდენობა 1-დან 5 გრამამდე გაზარდეთ და გააგრძელეთ მკურნალობა. დალიეთ მხოლოდ თბილი წყალი.

კუჭის წყლულის დროს სასარგებლოა უმი კარტოფილის წვენი - დალიეთ დღეში სამჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ გამწვანებული კარ-ტოფილი.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ კარგია არყის ხის კვირტებიც: 50 გრამ არყის ხის კვირტებს დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი, სამი კვირის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს შეგიძლიათ დალიოთ შავი მოცხარის წვენი - დალიეთ 50 მილილიტრი სამჯერ დღეში, ჭამამდე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კალენდულა
კალენდულას ნაყენი დააყენეთ,მერე ცხელივე გერკულესს დაასხით,დააცალეთ გაფუვება,და დილაობით მიირთვით.და საერთოდ მიმართეთ არატრადიციულ მედიცინას,ანტიბიოტიკები მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა.....
20:21 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS