01 ივნისი, 2015
8 ნიშანი, რომ ძალიან ცოტა წყალს ვსვამთ - როგორ შევაჩეროთ სიბერე
1. პირის სიმშრალეს გრძნობთ - ნუ დაიკმაყოფილებთ წყურვილს სხვა ტკბილი სასმელებით, რადგან ისინი მხოლოდ დროებით მოგიკლავთ წყურვილს. სასმელი წყალი კი დიდი ხნით ატენიანებს პირის ღრუს.

2. კანის სიმშრალე გაწუხებთ - ეს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანთ. ორგანიზმში წყლის უკმარისობის დროს არ გამოიყოფა საჭირო რაოდენობის ოფლი, რის გამოც ორგანიზმიდან არ გამოიდევნება დღის მანძილზე გამომუშავებული ჭუჭყი და ზედმეტი ცხიმები. ამის თავიდან ასაცილებლად კი უმარტივესი გზაა, დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი.

3. თვალების სიმშრალეს გრძნობთ - არასაკმარისი წყლის
გამო, თქვენი ცრემლსადენი მილები შრება, რასაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია თვალებისთვის.

4. გაწუხებთ სახსრების ტკივილი - სახსრებისა და ხრტილოვანი დისკის 80% წყლისგან შედგება. ორგანიზმში ტენიანობის ბალანსირებისთვის კი აუცილებელია წყალი.

5. თქვენი კუნთები წონაში იკლებს - კუნთებიც ძირითადად წყლისგან შედგება, ამიტომ რაც ნაკლებია წყლის შემცველობა ორგანიზმში, მით უფრო ნაკლებია კუნთის წონა.

6. გრძნობთ დაღლილობასა და ძილიანობას - წყლის ნაკლებობა ასევე იწვევს ჟანგბადის უკმარისობას, ეს კი დაღლილობასა და ძილიანობას. შესაბამისად ყოველდღიურად გაიზრდება დაღლილობის შეგრძნება, ყავა კი ამ პრობლემას ვერ მოგიგვარებთ.

7. პრობლემა გაქვთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან
- არასაკმარისი დატენიანება და კუჭის ლორწოს სისქე მცირდება, რის გამოც კუჭის მჟავა აზიანებს თქვენს შინაგან ორგანოებს და იწვევს გულძმარვას.

8. გიჩნდებათ ნაადრევი დაბერების ნიშნები - წყლის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აჯანსაღებს, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. როდესაც ასაკი გვემატება, აუცილებლად უნდა გაზარდოთ წყლის მიღების დოზა. სიბერის შესაჩერებლად მთელი ცხოვრება უნდა იყოთ წყლის სმის რეჟიმზე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS