31 მაისი, 2015
როგორ განთავისუფლდეთ სწრაფად თვალების შეშუპებისა და ჩალურჯებისგან
1. დალიეთ წყალი - ყოველდღიურად მიიღეთ 8-10 ჭიქა წყალი, გარდა ამისა აუცილებლად შეამცირეთ მარილი, კოფეინი და გაზიანი სასმელები.

2. გამოიყენეთ ყინულის ნატეხები - შეშუპებულ და გამუქებულ ადგილებზე დაიდეთ ყინული, მაგრამ გახსოვდეთ ნუ გაიჩერებთ 5წუთზე დიდხანს.

3. ძილის დროს დაილაგეთ რამდენიმე ბალიში - ან შეიძინეთ სპეციალური ბალიში, რომელიც არ იწვევს კისრის ტკივილსა და დისკომფორტს. გარდა ამისა გადაეჩვიეთ მაკიაჟით ძილს. თვალების გარშემო კანი ძალიან ნაზია და ცუდი მოვლა დროთა განმავლობაში იწვევს ჩაშავებას.

4. გამოიყენეთ ნუშის ზეთი -
წაისვით ზეთის თხელი ფენა თვალების ირგვლივ, ძილის წინ. დილით კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურა შეგიძლიათ ყოველდღიურად გაიმეოროთ, მანამ სანამ საბოლოოდ არ გაგიქრებათ შავი წრეები.

5.თვალებზე დაილაგეთ კიტრის ნაჭრები
, გარდა კიტრისა ეფექტურია კარტოფილიც. ასევე სასწაულებს ახდენს მარწყვის პიურე. გაიჩერეთ ნახევარი საათით და ჩამოიბანეთ წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ კივიც.

6. მიიღეთ ცხელი აბაზანა - თქვენ გჭირდებათ მაქსიმალური დატენიანება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS