31 მაისი, 2015
ტომატის წვენის სასარგებლო თვისებები - ზედმეტი წონის, ჰიპერტონიის, გლაუკომისა და ვენების გაგანიერების დროს.
მხოლოდ 1 ჭიქა ახალგამოწურული ტომატის წვენი შეიცავს კაროტინის, ვიტამინ "ც" და სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების დღე-ღამის ნახევარ დოზას. ადვილადშეთვისებადი რკინის მინერალური მარილების და ფოლიუმის მჟავის არსებობით, რომლების გარეშე არ არის შესაძლებელი ჰემოგლობინის ნორმალური დონე და თავად სისხლის წარმოების პროცესი, პომიდორი ბევრად ჯობია ქათმის ხორცს, რძეს და თევზის პროდუქტებს.

ვიტამინური სასმელი
. 250 მლ ცივ კეფირს დაამატეთ 10-10 გ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და შემდეგ 60 გ გახეხილი პომიდორი. გემოვნებით დააყარეთ მარილი და მიირთვით. გემრიელია და სასარგებლო.

ჰიპერტონიის პროფილაქტიკა
. 1 თვის განმავლობაში დღეში ერთხელ ჭამის წინ დალიეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული ტომატის წვენი, რომელშიც გახსნილია 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. გარდა ამისა ეს საშუალება იცავს გლაუკომისგან, ასტიმულირებს კუჭის წვენის წარმოქმნას და აუმჯობესებს გულის კუნთის სისხლმიწოდებას.

ზედმეტი წონა
. სპეციალური სალათი: პომიდორი - 400 გ, ვაშლი - 40 გ, ხახვი - 15 გ, დაბალცხიმიანი არაჟანი - 20 გ, 1 ნაჭერი ლიმონი, მარილი გემოვნებით. კარგად აურიეთ და მიიღეთ ყოველდღე წონის დაკლების დამხმარე კერძის სახით.

ვენების ვარიკოზული დაავადება. მწვანე პომიდორი გაჭერით და დაიდეთ გაჭრილი ადგილით გაგანიერებული ვენების კვანძებზე. გეჭიროთ მანამ, სანამ არ იგრძნობთ მსუბუქ ჩხვლეტას. თუ ასეთი პროცედურა ჩაიტარეთ დღეში რამდენჯერმე 2-3 კვირის განმავლობაში, კვანძები გაქრება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS