31 მაისი, 2015
6 პროდუქტი ლამაზი კანისთვის - არაჩვეულებრივი ნიღბები და კომპრესები
შვრია: ხელს უწყობს ჯანსაღ მონელებას, რაც აუცილებელია ლამაზი კანისთვის. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ მკვებავი - 1 კოვზ შვრიას დაუმატეთ ცოტა წყალი. წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. გარანტირებული გაქვთ ჯანმრთელი კანი.

მწვანე ჩაი: დაგეხმარებათ მოდუნებაში, არეგულირებს წნევას, ხელს უშლის კანის დაბერებას. ასევე გაიკეთეთ ჩაის კომპრესები და გაიწმინდეთ სახე დილაობით. ეს გაახალისებს და ენერგიულობას შეჰმატებს თქვენს კანს.

ბროწეული: თუ არ გიყვართ ბროწეულის მარცვლები, ეცადეთ ბროწეულის წვენი მიიღოთ, ძალიან სასარგებლოა. დერმატოლოგები გვირჩევენ კვირაში ორჯერ გავიკეთოთ ბროწეულის
ნიღაბი, კანის დამცველი ფუნქციის გასამყარებლად.

ლიმონი: სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ ლიმონი შეიცავს დიდი ოდენობით ც ვიტამინს, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერებისა და ენერგიულობისთვის. ლიმნის წვენს სახის გასათეთრებლად ვარსკვლავებიც კი იყენებენ. აღადგენს კანის მკვდარ უჯრედებს.

ზეითუნის ზეთი: იტალიელები ტყუილად არ მოიხსენიებენ ზეითუნის ზეთს, როგორც მათი ახალგაზრდობის საიდუმლოს და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტიას. შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ატენიანებს კანს და მნიშვნელოვანია თმის სტრუქტურის აღდგენისა და ფრჩხილებისათვის.

ნატურალური იოგურტი: აწესრიგებს მომნელებელ და ნივთიერებათა ცვლის სისტემას, რაც ჯანმრთელ კანს ნიშნავს. მოქმედებს 100% - ით. გარდა ამისა, იოგურტის ნიღაბი მოქმედებს ყველა ტიპის კანზე. ანახლებს უჯრედებს და მატებს კანს ბზინვარებას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS