ვარჯიშების კომპლექსი კისრის ოსტეოქონდროზისთვის.
1. ნელა, ძალის დატანებით გაჭიმეთ კისერი ზევით (თავის აწევა ამ დროს არ არის საჭირო, იყურეთ წინ). შეიკავეთ დაძაბულობა კისერში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კისერი. გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. ნელა, ძალის დატანებით ბოლომდე მიაბრუნეთ თავი მარცხენა მხარეს. შეჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
3. ნელა,
4. ნელა, ძალის დატანებით დაწიეთ დაბლა თავი ისე, რომ შეეხოთ ნიკაპით გულმკერდს. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კუნთები და აწიეთ თავი. გაიმეორეთ 10-ჯერ.
5. ნელა, ძალის დატანებით გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან. შეიკავეთ დაძაბულობა კუნთებში რამდენიმე წამი და შემდეგ მოადუნეთ კუნთები და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ.
6. "დაწერეთ" ცხვირით ციფრები 1-დან 10-დე 5-ჯერ.
დასაწყისში ყოველი ვარჯიში გაიმეორეთ 3-4-ჯერ და შემდეგ თანდათან გაზარდეთ რაოდენობა.