28 მაისი, 2015
"ჯუსინგის" დიეტა - წონაში კლება გარანტირებული გაქვთ
წვენის დიეტა, პირველ რიგში , შესანიშნავი საშუალებაა განთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, ასევე აუმჯობესებს თქვენს კანს. ჯუსინგი სასარგებლოა სწორედ გამწმენდი თვისებებით.

და რა თქმა უნდა მისი დახმარებით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. თუ ჯუსინგის წესებს მიჰყვებით, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ შედეგიც არ დააყოვნებს.

ბოსტნეულისა და ხილის მიღება საჭირო და აუცილებელიაცაა, მაგრამ ერთი ჭიქა წვენი მეტ სასარგებლო ვიტამინებს შიცავს, ვიდრე 2-3 ცალი ვაშლი, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევთ.

გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ ჯუსინგზე სწრაფი გადართვა გამოიწვევს თავის ტკივილებსა და ძალის გამოცლას. რეკომენდებულია
ჯუსინგის დაწყება ერთ დღიანი პროგრამით, რომლის მენიუში შედის 8 ბოთლი წვენი - 300 მლ.

მეორე დღეს მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ის მიგითითებთ, ღირს თუ არა ჯუსინგ-დიეტის გაგრძელება. თუ ახლახანს დაიწყეთ ეს დიეტა, 3 დღეზე მეტ ხანს მხოლოდ წვენს ნუ დასჯერდებით.

შიმშილის შეგრძნებასთან საბრძოლველად დაგეხმარებათ ბოსტნეულის სალათი,ლიმნით. ამ პერიოდში ინტენსიური ვარჯიშები სულაც არ გჭირდებათ, უბრალოდ დაკავდით იოგით ან გააკეთეთ გაჭიმვები.

წვენის დიეტა შეგმატებთ სიმსუბუქესა და მხნეობას, დაგეხმარებათ გადაერთოთ ჯანსაღ კვებაზე. ის ხელსაყრელია დაკავებული დედებისა და საქმიანი ქალებისთვისაც.

დღეში სამი სახეობის წვენი, ჩაანაცვლებს საუზმეს, სადილსა და სამხარს, ამავე დროს არ არის აუცილებელი უარი თქვათ ოჯახურ ვახშამზე. გახსოვდეთ, მთავარია ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების წესი. მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს: ჯუსინგი არა სტრესი არამედ განტვირთვაა.

გარდა ამისა წვენების მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებშიც.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS