ყოველი მოწევის შემდეგ, ნაოჭები უფრო მეტად ღრმავდება, სახის ფერი კი უარესდება. 10 წლიანი მოწევის შემდეგ კანი 2 წლით ბებერი ჩანს. ტუჩები დაგითხელდებათ, კუთხეები ჩამოგეწევათ და პირის გარშემო გაგიჩნდებათ ღრმა ნაოჭები.
საპონით დაბანა
დიახ, საპონი კარგად წმენდს კანს ,მაგრამ ამასთან ერთად ის აშრობს და აზიანებს მას. ასევე აშორებს კანს საჭირო ცხიმს. ამიტომ ეცადეთ სახე გაიწმინდოთ სპეციალური საწმენდი რძით.
თვითნებური წმენდა
ხელი არ ახლოთ ფერისმჭამელებს! სახის არასწორი წმენდის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო ღრმად შეიჭრას ინფექცია. სახლში შეგიძლიათ
მაკიაჟით ძილი
როცა გძინავთ, კანის ტემპერატურა იმატებს და იწოვს მკვებავი კრემის სასარგებლო ნივთიერებებს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სასარგებლო ნივთიერებების ნაცვლათ კანი იწოვს კოსმეტიკის ნარჩენებსა და მტვერს. ასე იხსნება ფორები და გიჩნდებათ მუწუკები. 25 წლის შემდეგ სისტემატურად გაიწმინდეთ სახე, რადგან ასაკთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას
არასწორი კვება
მძიმე ნახშირწყლები ჩაანაცვლეთ მსუბუქით, შეჰმატეთ თქვენს მენიუს მარცვლეული და პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ცილებს. უკვე 6 თვის შემდეგ შეძლებთ იამაყოთ თქვენი ფიგურითა და კანის სტრუქტურით.
არასაკმარისი ძილი
უძილობა - ორგანიზმისთვის მუდმივი სტრესია. იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, თავის ტკივილებსა და კანიც დაღლილი ჩანს. ძილის დროს ხომ აღმდგენითი პროცესები მიმდინარეობს და შესაბამისად, უძილობა არღვევს სისხლის მიმოქცევას, რაც აისახება სახის კანზე. კანი არაჯანსაღი,რუხი შეფერილობის ხდება და თვალებიც გიშუპდებათ.
ტუჩების ალოკვა
როცა ტუჩებს სირბილე აკლია, მათი ალოკვის სურვილი გიჩნდებათ. ეს კი მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. რეკომენდებულია ყოველთვის თან ატაროთ ტუჩის დამარბილებელი ბალზამი.
არასწორი გარუჯვა
მზის დასხივების დროს კანი სქელდება, უხეშდება და ჩნდება პიგმენტური ლაქები.. საბოლოოდ ხდება კანის ნაადრევი დაბერება, ამიტომ არასდროს შევწყვეტთ იმის გამეორებას, რომ ნუ გახვალთ სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე და წაისვით ის ყოველ ერთ საათში. და კიდევ ერთი გაფრთხილება - სოლარიუმის დასხივება კიდევ უფრო საზიანო და საშიშია ვიდრე მზის სხივები.
ანა ვერძაძე