იმისთვის, რომ სამუდამოდ მოიშოროთ თმა ლაზერული ეპილაციით მიჰყევით ჩვენს რჩევებს:
1. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე (და არა უფრო ადრე, რადგან გაღიზიანების შანსი მეტია) სუფთად გაიპარსეთ თმა საჭირო ადგილებში. ეს გიხსნით მტკივნეული შეგრძნებებისგან.
2. ამ პროცედურისთვის გამაყუჩებელი საშუალებები არ დაგჭირდებათ. თუმცა თუ მცირე ტკივილსაც ვერ იტანთ, წინასწარ წაისვით კანზე მაზი "ემლა".
3. ეპილაცია არასასურველია მენსტრუაციის დროს. როგორც ცნობილია ამ პერიოდში იმატებს მგრძნობელობა.
4. ლაზერული ეპილაცია (ისევე როგორც სხვა ტიპის
5. თმის საბოლოოდ მოსაშორებლად, მინიმუმ 4 ვიზიტი დაგჭირდებათ კოსმეტოლოგთან. შედეგი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.
6. ყურადღება მიაქციეთ სისტემურობას. როგორც წესი, ექიმი-კოსმეტოლოგი გითანხმებთ ვიზიტის ინტერვალებს. პირველი ეპილაციიდან ვიზიტი გიწევთ ერთი ან ორი თვის შემდეგ, შემდეგ კი სულ უფრო ხანგრძლივდება დრო და რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ დაგჭირდებათ მისვლა.
7. ნუ შეგეშინდებათ, თუ 3-ე და 4-ე ვიზიტის შემდეგ თმის ამოსვა გაძლიერდება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სხეულში არის ეგრეთწოდებული "მძინარე" მოლეკულები, რომლებიც ფუნქციონირებას იწყებენ ლაზერული ეპილაციის შემდეგ. როცა გააქტიურებული თმის ძირების ნეიტრალიზაცია მოხდება, თმა სულ უფრო მეტად გაიშვიათდება.
ანა ვერძაძე