მაშ ასე, გავიგოთ რა გვჭირდება საიმისოდ, რომ შევიმატოთ თავდაჯერებულობა და ჰარმონიაში ვიყოთ საკუთარ თავთან.
რამდენად ხართ თავდაჯერებული?
აიღეთ სუფთა ფურცელი და ჩამოწერეთ თქვენი დადებითი და უარყოფითი თვისებები. თუ გაგიჭირდებათ 10 თქვენი ყველაზე ძლიერი მხარის გახსენება, გიხსენეთ თუ რისთვის გაქებენ თქვენი ახლობლები. თუ თვენს თავში ბევრ ნაკლს
მიჰყევით რეალურ მიზნებს
როცა თქვენ გადაწყვეტთ დაიკლოთ 15 კგ. თვეში ან შეისწავლოთ ინგლისური 2 კვირაში, ამით ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე.
უფრო ეფექტურია პატარ-პატარა ნაბიჯებით წახვიდეთ წინ. თუნდაც პატარა გამარჯვება, დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, შთაგაგონებთ და გაიძულებთ წინსვლა განაგრძოთ. საბოლოოდ კი აღმოაჩენთ თუ რამდენად დიდი საქმე გააკეთეთ და როგორ ზრდის ეს თქვენს თვითრწმენას.
შეწყვიტეთ! ნუ შეედრებით სხვებს
რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს საკუთარი თავის შედარება სხვებთან არა მარტო ანადგურებს თქვენს თავდაჯერებულობას, არამედ სისულელეცაა. გახსოვდეთ ერთი სიბრძნე - ერთადერთი ადამიანი ვისაც შეიძლება შეადარო თავი, ეს თქვენ ხართ. კონცენტრირებული იყავით საკუთარ წინსვლაზე, თქვენი ოცნებებითა და მიზნებით. აღნიშნეთ პირადი მიღწევები და გამარჯვებები, ნუ გაამახვილებთ სხვებზე ყურადღებას.
შეისწავლეთ თქვნი შესაძლებლობები
"შეიცანით საკუთარი თავი" - რაც შეიძლება ხშრად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: "რის კეთება მომწონს? რა გამომდის სხვებზე უკეთ? როგორი ადამიანი მინდა ვიყო 10 წლის შემდეგ? როგორ წარმომიდგენია ჩემი სიბერე?"
უარი თქვით განზოგადებაზე
შეცდომები, პატარა წარუმატებლობა თუ კატასტროფული ჩავარდნები, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში. მთავარია როგორ ვრეაგირებთ მათზე. წარუმატებლობა ხშირად გაიძულებთ ხელი ჩაიქნიოთ პირველივე ცდაზე. მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ სიტუაციის შეფასებისა და საკუთარი თავის შეფასების გამიჯნვა. დამარცხებისას, ეცადეთ ყურადრება გადაიტანოთ იმაზე, თუ რა უნდა გამოასწოროთ სამომავლოდ, რათა ამ პრობლემას გაუმკლავდეთ. თუ საჭირო გზებს იპოვით თქვენ აუცილებლად გამოგივათ.
ანა ვერძაძე