2. კბილების პროფესიონალური წმენდა, ყველასთვის აუცილებელი პროცედურაა. პროფესიონალურ წმენდას მიმართეთ წელიწადში მინიმუმ ორჯერ.
3. კბილების გათეთრება. იმისთვის,რომ თოვლივით თეთრ ღიმილს მიაღწიოთ, ხშირად პროფესიონალური წმენდა არ არის საკმარისი. თუ თქვენ სწორად შეარჩევთ კბილის პასტას - ის იზრუნებს არა მხოლოდ თქვენი კბილების სითეთრეზე, არამედ დაიცავს კბილებს კარიესისა და ანთებითი პროცესების წარმოქმნისგან.
4. გაიღიმეთ სწორად. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თქვენი ღიმილით, ივარჯიშეთ სარკის წინ. მთავარია იპოვოთ ის
5. სწორი კვება - ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილისთვის. სწორი კვება პირდაპირ აისახება როგორც სახის ფერის სიჯანსაღეზე, ასევე გარეგნობასა და თქვენს შეუდარებელ ღიმილზე.
6. ჩაი, ყავა, ღვინო - დოზირებულად და არც ისე ხშირად. ეს სასმელები ამუქებს კბილის ემალს და არასასიამოვნო ლაქებს ტოვებს. თუ გსურთ კბილები სიყვითლისგან დაიცვათ, სასურველია თავი დაანებოთ მოწევას.
7. იზრუნეთ ტუჩის კანზე. ლამაზი ღიმილი არა მხოლოდ თეთრი კბილებია, არამედ მოვლილი ტუჩები. გაიწმინდეთ ხშირად და წაისვით ბალზამი. ტუჩებისთვის სასარგებლოა რეგულარული მასაჟიც.
8. სწორად შეარჩიეთ პომადის ფერი. იმისთვის, რომ კბილები უფრო ნათელი გამოჩნდეს, პომადის ფერი არ უნდა შეიცავდეს იისფერ და ყავისფერ პიგმენტებს. მოყვითალო ფერის კბილების შემთხვევაში ხელსაყრელია ჟღალი ფერები, ღია წითელი და ნატურალური ვარდისფერი.
9. ისწავლეთ თვალებით ღიმილი. ღიმილი თავის მაქსიმუმს მაშინ აღწევს, როცა არა მხოლოდ ტუჩები არამედ თვალებიც იღიმის. მხოლოდ მათ შეუძლიათ იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობთ. ივარჯიშეთ სარკის წინ და გაღიმებისას მოირგეთ თვალების სწორი გამომეტყველება.
10. გაიღიმეთ გულწრფელად და სიყვარულით. ყველაზე ლამაზი კბილების წყობა და ტუჩების იდეალური ფორმაც კი ვერ დაგეხმარებათ თუ ღიმილი არ არის გულწრფელი. გულწრფელობა, გარშემომყოფების მიმართ პოზიტიური განწყობა და სიცოცხლის ხალისი ხდის თქვენს ღიმილს შეუდარებელს.
ანა ვერძაძე