შევისწავლოთ ოსკაროსანი ლამაზმანის სილამაზის საიდუმლოება:
1. ფანატიზმის გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ გვინეტი ჯანსაღი კვების წესით ცხოვრობს, ის ფიქრობს, რომ ხანდახან, თუმცა იშვიათად, შეიძლება თავს უფლება მისცეთ და ერთი ულუფა მაკარონი მიირთვათ. " პირადად მე, დატვირთული ვარჯიშის შემდეგ მივირთმევ ყველაფერს, რაც მსურს." - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
2. დღის დასაწყისი
გვინეტ პელტროუს დილა იწყება ერთი ფინჯანი რძიანი ყავით, რის შემდეგაც
3. სპორტი,სპორტი და სპორტი
გვინეტი დღეში 2-3 საათს ვარჯიშს უთმობს - დატვირთული ვარჯიში ან იოგა და ცეკვა. მისი ვარჯიშის შედეგის შეფასება ინსტაგრამზე შეგიძლიათ, სადაც ის რეგულარულად ახდენს სხეულის დემონსტრირებას.
4. გაერთეთ!
გვინეტი ასევე გვიზიარებს ლამაზი ფიგურის საიდუმლოს, რომელიც ყველა ქალისთვის მისაღებია. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ სიცილისა და სექსის დროს ჩართულია კუნთების დიდი ნაწილი. ეს სწორედ ის კუნთებია,რომელთა კორექტირება რთულია ვარჯიშის საშუალებით.
თუ გადაწყვეტთ მიჰყვეთ გვინეტ პელტროუს კვალს, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ გაიხალისოთ ცხოვრება. ყოველდღიურად დაკავდით სპორტით (დღეში რამდენჯერმე), აირჩიეთ თქვენთვის სასარგებლო კვების რაციონი და არ თქვათ უარი სექსზე.
ანა ვერძაძე