გთავაზობთ თვალების ირგვლივ კანის მოვლის რამდენიმე შინაურ რეცეპტს.
ერთ სუფრის კოვზ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 15 წუთით. ნახევარი უმი კარტოფილი წვრილად გახეხეთ და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ოხრახუშის თბილი ნაყენი და 1 ჩაის კოვზი ნაღები. კარგად აურიეთ და მოათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლის ორ ნაჭერს შორის და
კარტოფილის დარჩენილი მეორე ნახევრიდან გამოწურეთ წვენი და ნიღბის მოშორების შემდეგ თვალების ირგვლივ კანი დაინამეთ. შეეცადეთ, პირი დილამდე არ დაიბანოთ, შესაბამისად, უმჯობესია, ეს პროცედურა ძილის წინ ან უბრალოდ, სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ ჩაიტაროთ. კურსი შეადგენს 15 ნიღაბს დღეგამოშვებით.
ქუთუთოების კანის გასაწმენდად:
1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და გადაწურეთ. გამოიყენეთ მაკიაჟის მოსაცილებლად, დასაბანად და საფენებად.
ხაჭოს ნიღაბი
2 სუფრის კოვზი ხაჭო კარგად გაქენით, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი ნაღები. ქუთუთოებზე დაიფინეთ სველი მარლა, ზემოდან წაისვით მიღებული მასა და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ ბუნებრივი (არა პაკეტის) ჩაის მსუბუქი თბილი ნაყენით.