ალოეს წვენი საუკეთესო გამწმენდი საშუალება და ბრწყინვალე ანტიოქსიდანტია. ხუთი ფოთოლი ალოე რამდენიმე დღით მაცივარში შეინახეთ, შემდეგ წვენი გამოწურეთ და მიღებული სითხით დილა-საღამოს სახე ყოველდღე გაიწმინდეთ. ალოეს წვენი შეიძლება მოათავსოთ თავდახურულ მინის ჭურჭელში და შეინახოთ მაცივარში, მხოლოდ ხუთი დღით.
ამ რეცეპტის გამოყენებისას მხოლოდ ერთი წესი
ცისფერი თიხა. ცისფერი თიხის ნიღაბი ავიწროებს ფორებს და აცხრობს ანთებით პროცესს. ის მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
2 სუფრის კოვზი ცისფერი თიხა წყლით ან გვირილის ნაყენით არაჟნის კონსისტენციამდე გააზავეთ. წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ კი მკვებავი კრემის ნაცვლად არაჟანი წაისვით.