22 მაისი, 2015
ფეტვის ბურღულის დიეტა - იდეალური წონა მარტივად და უმტკივნეულოდ
გიყვართ ფეტვის ბურღული? თუ ეს ბურღულეული თქვენს რაციონში იშვიათად ან საერთოდ არ არის, სწორედ რომ დროა მასთან დამოკიდებულება შეიცვალოთ. ფეტვი, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ზედმეტი ცხიმების წინააღმდეგ მძლავრი იარაღია.

დადებითი თვისებები

ფეტვის ბურღულს ლიპოთროპული მოქმედება ახასიათებს - ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას აწესრიგებს, ასევე, ათავისუფლებს მას ტოქსინებისგან.

როგორ შევარჩიოთ სწორად

გასახდომად გამოგადგებათ გლუვი და თანაბარი სტრუქტურის მქონე მარცვალი. სწორედ ამგვარი ფეტვი შეიცავს საკმარისი რაოდენობის უჯრედისს, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში.

როგორ ვჭამოთ

ყველაზე უბრალო ვარიანტია ფეტვის
ბურღულის ფაფა. აქვე გემრიელ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.

რეცეპტი:

საჭიროა:
250 გრამი ფეტვი, 500 მლ. წყალი, მარილი, კარაქი გემოვნებით.

მომზადების წესი: ფეტვის ბურღული გადაარჩიეთ, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი, დაუმატეთ მარილი და კარაქი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ.

მნიშვნელოვანია: გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ფეტვის სასარგებლო თვისებებისა, თუ საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, შეეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS