22 მაისი, 2015
რას მკურნალობენ ღვინით – დაუჯერებელი ფაქტები
ღვინოს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ლაპარაკია მხოლოდ ნატურალურ ღვინოებზე, თანაც მცირე დოზით - დღეში ერთი ბოკალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მკურნალობამ მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

სამკურნალო თვისებების მიხედვით შეიძლება ღვინოები შემდეგ ჯგუფებად დავყოთ:

სუფრის თეთრი ღვინოები სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კუჭის დაავადებებისა და ანემიის დროს.

სუფრის ვარდისფერ ღვინოებს იყენებენ კუჭისა და ღვიძლის დაავადებების, დამთრგუნველი ნევროზების, მაღალი არტერიული წნევის, გულის უკმარისობის დროს.

სუფრის წითელი ღვინოები დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების, კოლიტისა და
სიმძიმის შეგრძნების დროს.

ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, თეთრი და წითელი შუშხუნა ღვინოები დაგიცავთ სხვადასხვა ინფექციის, ციებ-ცხელების, გრიპის, მალარიისა და გულის უკმარისობისგან.

დაძველებული მაგარი და ორდინარული ღვინოები სასარგებლოა ანემიითა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS