20 მაისი, 2015
სახის კანის გამაახალგაზრდავებელი 10 პროდუქტი - სხვადასხვა პრობლემის დროს
1. ნიგოზი

სპეციალისტები ნიგოზს მუდმივი სილამაზის პროდუქტად მიიჩნევენ. ნიგოზი შეიცავს ე ვიტამინსა და კოენზინ Q10, რაც აჩქარებს რეგენერაციას კვებავს კანის უჯრედებს. მართალია კოენზინ Q10 თავისით გამოიყოფა ორგანიზმში, მაგრამ 30 წლის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს ძალას. ე ვიტამინი კი კარგი ანტიოქსიდანტია, იცავს კანის უჯრედებს ტოქსინებისა და მზისაგან. ამასთან გახსოვდეთ, რომ ნიგოზი საკმაოდ კალორიულია და ძალიან ნუ მიეტანებით. სახის კანისთვის საკმარისია 50გრ. ნუში, კეშიუ, კაკალი ან თხილი - კვირაში სამჯერ.

2. ფორთოხლისფერი და წითელი ბოსტნეული

კარგი სახის კანის შესანარჩუნებლად სასარგებლოა
ფორთოხლისფერი და წითელი ბოსტნეული და ხილი: სტაფილო, პილპპილი, პომიდორი, გოგრა, გარგარი. ამ ხილსა და ბოსტნეულში ბევრი ბეტა-კაროტინია, რაც აახლებს სახის კანის უჯრედებს.

3. მჟავე კენკრა და ხილი

ფორთოხალი, კივი, გრეიფრუტი, მაყვალი და მარწყვი შეიცავს დიდი რაოდენობით ც ვიტამინს, რაც აძლიერებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს კოლაგენების ჩამოყალიბებას, აფერხებს დაბერების პროცესს.

4. ცხიმიანი თევზი

ნაოჭებისგან დაგიცავთ ისეთი ზღვის პროდუქტები, როგორიცაა - ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია. ზღვის თევზი შეიცავს ა და დ ვიტამინებს, ასევე ცხიმოვან მჟავას - ომეგა 3-ს, რაც ამცირებს ანთებით პროცესს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც თქვენ გექნებათ ლამაზი და მბზინავი კანი.

5. ფაფები და ხორბლის პური

მარცვლეულებსა და პარკოსნებში ბევრი სილიკონია, რაც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ასევე შეიცავს ბ ვიტამინს - ამსუბუქებს და ანახლებს კანს.
ფაფები და ხორბლის პური ათავისუფლებს ნაწლავებს შლაკებისგან, აუმჯობესებს მონელებას. როცა შლაკები და ტოქსინები გამოიდევნება, კანი შესამჩნევად ლამაზდება.

6. ბროწეული

ყველაფერი რაც ბროწეულს შეიცავს, ებრძვის კანის დანაოჭებას, ახანგრძლივებს ფიბროპლასტების არსებობას - უჯრედების, რომლებიც გამოყოფენ კოლაგენსა და ელასტინს. ეს ხილი ასევე დაგეხმარებათ ჭრილობების განკურნებაში.

7. ზეითუნის ზეთი

როგორც ვიცით, ყველაზე ადრე მშრალი კანი ბერდება. გავნთავისუფლდეთ მშრალი კანისგან ზეითუნის ზეთის დახმარებით.ის შეიცავს 3-ჯერ მეტ ბ და ე ვიტამინებს და ცხიმოვან მჟავებს,ვიდრე სხვა ზეთები.

8. ხაჭო

სელენი, ხაჭოს ერთ-ერთი კომპონენტია. ხაჭო ასევე შეიცავს ე ვიტამინს -ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც არ აძლევს კანს დროზე ადრე დაბერების უფლებას. მის შემადგენლობაში ასევე შედის კალცი - კბილებისა და ძვლების გამაგრებისთვის აუცილებელი მინერალი.

9. ავოკადო

მწიფე ავოკადო მდიდარია ეთერზეთებით, რაც შიგნიდან კვებავს კანს. ასევე შეიცავს ვიტამინებს, რაც აუცილებელია ჯანმრთელი კანისთვის. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ასუფთავებს და უბრუნებს სიგლუვეს.

10. მწვანე ჩაი

ცნობილია, რომ მწვანე ჩაი, ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობაში. სახის კანისთვის სასურველია დალიოთ დღეში 3-4 ჭიქა მწვანე ჩაი, შესაძლოა ლიმნითაც. მწვანე ჩაი შეგიძიათ წაისვათ თვალების გარშემო - ამშვიდებს დამძიმებულ, შესიებულ თვალებს, რაც ხშირ შემთხვევაში ასაკობრივია. ის შეიცავს ტანინს, რაც ამსუბუქებს კანს, მოგიხსნით ქუთუთოების შეშუპებას.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS