19 მაისი, 2015
ვარდის ზეთისა და სამკურნალო ელექსირის მომზადება
ვარდის ფურცელი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას. მას იყენებენ როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტიკაში.

ვარდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ფურცლები შეიცავენ ეთერზეთს, რომელსაც ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის. მას იყენებენ იმუნურსა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ, გარდა ამისა ვარდის ზეთი კურნავს დისბაქტერიოზსა და ლორწოვანი გარსის დაზიანებას.

ვარდის ფურცლები შეიცავენ ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა C, B, K, ასევე თუთიას, ფოსფორს, მარგანუმს, ქრომს და მოლიბდენს. გარდა ამისა ის მდიდარია კალციუმით, რკინით, სპილენძით და კალიუმით. ეს მინერალური ნივთიერებები აუმჯობესებენ ნივთიერებათა
ცვლას, კუჭ-ნაწლავის სისტემას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, გულის მუშაობას და აძლიერებენ ორგანიზმს.

ვარდის სამკურნალო ელექსირის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ გაშლილი ვარდის ფურცლები, რომლებიც ჯერ არ არის დამჭკნარი, მაგრამ ადვილად ცვივა ხელის შეხებით. ფურცლები მჭიდროდ მოათავსეთ შუშის ქილაში ფენებად, ფენებს შორის დააყარეთ შაქარი, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. დროთა განმავლობაში გამოიყოფა წვენი, რომელიც ადნობს შაქარს და ქმნის გემრიელ და სამკურნალო ქარვისფერ სიროფს შესანიშნავი არომატით. ვარდის სამკურნალო ბალზამი შეგიძლიათ მიირთვად დესერტის სახით ცალკე ან ჩაისთან.

კოსმეტიკაში ვარდის ფურცლებს იყენებენ მგრძნობიარე და თხელი კანის დროს. ამის გარდა ისინი აფერხებენ კანის დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ მისი დამცავი ფუნქციების აღდგენას. კანის დაავადებების სამკურნალოდ უკეთესია გამოიყენოთ ვარდის ახალი ფურცლები, ვინაიდან მათ გააჩნიათ ანტიბაქტერიული თვისებები. ფერიმჭამელების, ფსორიაზის, ეგზემის და სხვა კანის პრობლემის მოშორება შეიძლება გასრესილი ვარდის ფურცლების დადებით დაზიანებულ ადგილას.

ვარდის ზეთის მომზადება კანის კვებისთვის.

1 ჭიქა გამხმარი ვარდის ფურცლები მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. ჩადგით ქვაბი ცხელ წყალში , მიიყვანეთ წყალი დუღილამდე და დატოვეთ ნელ ცეცხლზე 2 საათით. შემდეგ გადმოდგით და როცა გააცივდება გაწურეთ. გამოიყენეთ როგორც მშრალი და ნორმალური კანის მკვებავი.






































































































FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS