რძე
რამდენიმე წლის წინ დიეტოლოგებმა რძე უარყვეს. ხოლო იაპონური პრინციპების მიმდევრები მას მთავარ კანცეროგენად მიიჩნევენ. რძ
კარტოფილი
დიდი ხანია, რაც ეს კრახმალის ბოსტნეული, დიეტოლოგებისთვის კალორიის გროვას წარმოადგენს და მეტს არაფერს. მართლაც, ყველა ვიტამინი, რომელსაც კარტოფილი შეიცავს წყალში იხსნება და ადუღებისას გარეთ გამოიდევნება. მაგრამ სინამდვილეში თვით კარტოფილი არაფერს ისეთს არ შეიცავს, რაც ზედმეტი კილოგრამების მატებას გამოიწვევს. წონის მატება არა ბოსტნეულის, არამედ მისი მომზადების ბრალია. რძიანი პიურე, შემწვარი კარტოფილი თუ ფრი არ არის დიეტური. თუ კარტოფილს საცხობში შეწვავთ, გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს და მიირთმევთ სადილად და არა შუაღამისას, შეგმატებთ ენერგიას, რომელიც დილამდე გაგყვებათ.
სოიო
მწარმოებლები ამტკიცებენ,რომ ეს პარკოსანი მცენარე ძალიან სასარგებლოა და აბსოლუტურად ანაცვლებს ხორცს, თევზს, ხაჭოსა თუ ყველს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა: სოიო ხელს უშლის ქოლესტერინის მომატებას, შეიცავს ცილებს და რამდენიმე ვერსიით, ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს. თუმცა მისი ზედმეტი მიღება, იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს (არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის). სოიოს ფესვები ისრუტავს წყალსა და ნიადაგში არსებულ ყველა ნივთიერებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ისიც, თუ ეკოლოგიურად რამდენად სუფთა გარემოში მოჰყავთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - სწორად აირჩიეთ მწარმოებლები.
კარაქი
ქოლესტერინი, ცხიმი, კალორია - რასთანაც კარაქი დიდი ხანია ასოცირდება. მაგრამ დღეს, სპეციალისტები გვირჩევენ ამ სტერეოტიპების დამსხვრევას და ადასტურებენ, რომ კარაქის ზომიერი მიღება არ ვნებს თქვენს ფიგურას. არ გადააჭარბოთ დღეში 10-30 გრ-ს. ვიტამინები, რომელსაც კარაქი შეიცავს, აუცილებელია ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. მის გარეშე ტვინი ცუდად რეაგირებს სიხარულის ჰორმონზე, რაც იწვევს ძალის გამოცლას, დეპრესიასა და ცუდ განწყობას.
ნატურალური წვენები
არც ისე დიდი ხნის წინ, ნატურალური - გახდომისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სინონიმი იყო. ხილი შეიცავს სასრგებლო ბოჭკოებს და შაქარს. წვენის მომზადებისას ბოჭკოები ნამსხვრევებად იქცევა, ნახშირწყლები კი რჩება. კალორიულობით ნატურალური წვენები არ ჩამორჩება გაზიან სასმელებს, ამიტომ მათი დახმარებით წონაში დაკლება შეუძლებელია. ასევე გახსოვდეთ, რომ ნატურალური წვენი ათხელებს კბილის ემალს, ამიტომ დალიეთ საწრუპავი ჩხირით.
ანა ვერძაძე