ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ის ადამიანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ წონაში დაკლება ძალიან გაუჭირდა, უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ის, ვინც საკუთარ გამოსახულებას სარკეში უცქერს და უბრალოდ ოცნებობს გახდომაზე, საამისოდ კი არაფერს აკეთებს.
დიეტა, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს - ძალიან ეფექტურია. ის გამორიცხავს ნახშირწყლების მიღებას. კვების ეს სახეობა, სასარგებლოა მათთვის ვისაც პრობლემები აქვს საჭმლის მონელებასთან და უკმაყოფილოა თავისი კანის მდგომარეობით. სულ რაღაც
საოცარია-ამისთვის თქვენ არ მოგიწევთ შიმშილი. ყოველდღიურად მიირთმევთ საკმაოდ გემრიელ პროდუქტებს.
ორშაბათი
საუზმე - 1ც ფორთოხალი(შესაძლებელია-გრეიფრუტი,ატამი,ანანასი და მსგავსი ხილი,გარდა ბანანისა), 2ც ორცხობილა(შვრიის),ყავა ან ჩაი უშაქროდ.
სადილი - 1ც ფორთოხალი,1ც მოხარშული კვერცხი,იოგურტი ან კეფირი.
ვახშამი - 2ც მოხარშული კვერცხი,2ც პომიდორი, 500გრ ბოსტნეულის სალათა (შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ კიტრი), 2ც ორცხობილა.
როგორც ხედავთ, დიეტა საკმაოდ მსუყე პროდუქტს შეიცავს. აუცილებელია მიიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე და გამორიცხოთ მარილი.
სამშაბათი
საუზმე - სამშაბათობით გაიმეორეთ იგივე.
სადილი - 1ც ფორთოხალი,1 მოხარშული კვერცხი,იოგურტი ან კეფირი, 2ც ორცხობილა.
ვახშამი- 120გრ ხორცი(უმჯობესია საქონლის), 1ც პომიდორი, 1 ორცხობილა.
ოთხშაბათი
საუზმე - აქაც ვიმეორებთ ორშაბათის მენიუს.
სადილი - 1ც ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათი.
ვახშამი - 120გრ ხორცი, 2ც პომიდორი,1 ვაშლი, 1 ორცხობილა.
პარასკევი
საუზმე - ისევ ვიმეორებთ ორშაბათის შემადგენლობას.
სადილი - ორთქლზე მომზადებული-200გრ სოკო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ვახშამი - 500გრ მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული (სტაფილო,ხახვი,კომბოსტო,კარტოფილი,პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.
სიურპრიზი!
დასვენების დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ ჩვულებრივ, სურვილისამებრ. მთავარია არ დანაყრდეთ ზედმეტად, არ მიიღოთ ალკოჰოლი, მიირთვით პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს, გამორიცხეთ მარილი. თქვენ შესამჩნევად დაიკლებთ 15 კილოს.
როცა სასურველ წონას მიაღწევთ, კვირაში ერთხელ (მაგალითად ორშაბათობით) მიყევით ქვემოთ მოცემულ მენიუს და დაკარგული წონა აღარასდროს დაბრუნდება!
საუზმე: 2ჭიქა წყალი ლიმნის წვენთან ერთად.
სადილი: 1ც მოხარშული კვერცხი,1ც ორცხობილა,1ც პომიდორი,1ც ვაშლი.
ვახშამი: 1ც მოხარშული კვერცხი, 1ც ორცხობილა, 1ც პომიდორი.
ეს დიეტა დაეხმარება ყველას, ვინც დიდიხანია ოცნებობს ზედმეტი წონის მოშორებაზე. თუ ყველაფერს ზუსტად შეასრულბეთ,100%-იან შედეგს მიიღებთ. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს დიეტა და დაიკელით წონაში გაცილებით მარტივად.
ანა ვერძაძე