15 მაისი, 2015
7 წესი, მოვლილი ქალის სტატუსის მოსაპოვებლად - არ დაიზაროთ ამის გაკეთება
1. სახის ფერის აღსადგენად დაგეხმარებათ შვრიის და წყლის ნარევი. დაიდეთ სახეზე კრემისებური პასტა 15 წუთით და შემდეგ წრიული მოძრაობებით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა აქრობს კანის სიწითლეს და გაღიზიანებას.

2. თვალების ქვეშ სიშავის მოშორება შეიძლება მარლაში გახვეული გახეხილი კარტოფილის მეშვეობით. გაიკეთეთ ასეთი კომპრესები დილით 5 წუთით ერთი კვირის განმავლობაში.

3. გარუჯვისას საუკეთესო ეფექტს მიიღებთ, თუ რუჯის ხელოვნურ საშუალებას წაისმევთ კანზე შხაპის მიღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში, როცა კანის PH დონე ჩვეულზე დაბალია. რუჯის საშუალების ფორმულა უკეთესად შევა რეაქციაში თქვენს
კანთან და რუჯი უფრო თანაბარი და ბრინჯაოს ფერის იქნება, ამასთანავე დიდხანს დარჩება სხეულზე.

4. თუ დღის განმავლობაში აქტიურ მოღვაწეობას ეწევით, მიიღეთ შხაპი დილა-საღამოს, მაგრამ არ გამოიყენოთ შამპუნი დღეში 2-ჯერ. უბრალოდ გამოიყენეთ კონდიციონერი თმის ბოლოებზე.

5. დაემშვიდობეთ გაყოფილ თმის ბოლოებს. იმისათვის, რომ აიცილოთ თავიდან თმის ბოლოების დაზიანება, დაივარცხნეთ ჯერ ბოლოები და შემდეგ ადით მაღლა თმის ძირებისკენ.

6. იღლიების გაპარსვა უფრო იოლი და გლუვი იქნება, თუ გაპარსვის წინ იღლიების ზონაზე წაისმევთ სახის დასაბან საშუალებას, რომლებიც შეიცავენ აქერცვლის კომპონენტებს. გარდა ამისა ასეთი პროცედურა მოსპობს ბაქტერიებს და ხელს შეუშლის შემდგომ გაღიზიანებას.

7. მოუარეთ თქვენს ფეხებს. ცვილის ეპილაციის ან გაპარსვის წინ 15 წუთით წაისვით ფეხებზე ზეითუნის ზეთის და ზღვის მარილის ნარევი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ეს მოქცემთ საშუალებას კარგად აიქერცლოთ და დაიტენიანოთ კანი, რაც გახდის გაპარსვას ადვილს, კანს კი ნაზსა და გლუვს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS