1. პროდუქტი, რომლიც შეიცავს ნახშირწყლებს.
ჩვენ არ გეუბნებით, რომ ნახშირწყლებზე უარი თქვათ. უბრალოდ უნდა იცოდეთ როდის და როგორ მიიღოთ ის. თუ თქვენ მხოლოდ მარცვლეულს, პურს ან ბრინჯს შეჭამთ (
2. გაყინული ხორცი
გაყინული ხორცი დამუშავებულია და შეიცავს ნატრიუმს. ნატრიუმი ორგანიზმში აკავებს წყალს, რის შედეგადაც გაიბერებით და, როგორაც არ უნდა იდიეტოთ, ვერ მიაღწევთ სასურველ სიმსუბუქის შეგრძნებას. ამასთან ერთად, გაყინული ხორცი გაცილებით უფრო კალორიულია ვიდრე ნატურალური.
3. ცხიმის დაბალი პროცენტის მქონე საკვები
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანები ეცნობიან წარწერას ,,ცხიმის დაბალი მაჩვენებელი"(ან რაიმე მსგავსი შინაარსის ფრაზას) ისინი 3-ჯერ უფრო მეტს ჭამენ ვიდრე ჩვეულებრივ.
4. წვენები
ერთი ჭიქა ნატურალური წვენის გასაკეთებლად საჭიროა ექვსი ფორთოხალი, შესაბამისად მისი კალორიულობა მაღალია.
წვენებიც შეიძლება დიაბეტის მიზეზი გახდეს.
წვენი სასიამოვნო დასალევია (გემრიელია, ცხელ ამინდებში გაგრილებს) ამიტომ ვერ ატყობ როდის გევსება კუჭი.
5. უკალორიო სასმელი
მაშინაც კი თუ სასმელს აწერია ,,ზერო," მოერიდეთ მას, ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს დაბალკალორიულ საკვებთან დაკავშირებით განხილულ პუნქტს. (დაუბრუნდით 3-ს)
6. ალკოჰოლი!
თქვენ ერთ ექიმსაც კი ვერ ნახავთ, რომელიც ალკოჰოლის მიღებისკენ მოგიწოდებთ. ალკოჰოლი გაძლევთ კალორიებს, რომელიც ენერგიად არ გარდაიქმნება. მისი გადაჭარბებისას შეიძლება საავადმყოფოშიც კი ამოჰყოთ თავი.
რადა მახარაძე