13 მაისი, 2015
5 ნატურალური პროდუქტი, რომლებიც სპობენ ორგანიზმში პარაზიტებს
პარაზიტებით გამოწვეული დაავადებებით შეწუხებულია მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. პარაზიტებს მიეკუთვნება სოკო კანდიდაც, თუმცა ბევრი არ თვლის მას პარაზიტად. მათთან ბრძოლაში დაგეხმარებათ გავრცელებული ბუნებრივი წამლები.

ნიორი ებრძვის ყველა მავნე ორგანიზმს, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას. ის აბსოლუტურად საოცარი პროდუქტია, რომელიც საუკეთესოა თვის საქმეში - ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლაში. ნიორი "სძულთ" ვირუსებს, სოკოს, ბაქტერიებს, პარაზიტებსა და კიბოს. მას შეუძლია ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოყვანაც კი. ამის გარდა ნიორი ძალიან ეფექტურად აფრთხობს კოღოს, რწყილს
და ტკიპას.

შავი კაკალი და მისი მწვანე ნაჭუჭი ეფექტურად ასუფთავებენ სისხლს და ნაწლავებს. შავი კაკალის ნაჭუჭი გამოიყენება სოკოს ინფექციების დროს, ხოლო მისი მწვანე ნაჭუჭის წვენი - პარაზიტების გასანადგურებლად.

აბზინდას
ფოთლები და ყვავილი გამოიყენება არა მხოლოდ კუჭის დაავადებების დროს, არამედ ის ასევე უძლიერესი იარაღია ნაწლავური ჭიების წინააღმდეგ. აბზინდას გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული თვისებები და გამოიყენება სხვა ინფექციების სამკურნალოდაც.

მიხაკის ეთერზეთი
გამოიყენება ჭიების კვერცხების გასანადგურებლად, რომლებსაც პარაზიტები დებენ ადამიანის ნაწლავებში. ითვლება, რომ მიხაკი ერთადერთი ნატურალური პროდუქტია, რომელიც სპობს აბსოლუტურად ყველა პარაზიტის კვერცხებს. ამის გარდა მიხაკს გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. მიხაკის ზეთს კი გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული ეფექტი.

ორეგანოს (თავშავა, ტყის პიტნა) ზეთი შეიცავს ანტიპარაზიტურ, ანტიბაქტერიალურ, ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს. ის ეფექტურად სპობს ყველა მავნე ორგანიზმს და მიკრობულ გარემოს ნაწლავებში. მრავალი გამოკვლევის შედეგები ადასტურებენ ორეგანოს ზეთის ეფექტურობას სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში, მათ შორის პარაზიტულ და სიმსივნურ დაავადებებთან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
magda
Kargi iqneba tu mati gamoyenebis metodebsac mogvawvdit,dozebis da migebis wesebis chatvlit:-)
10:37 / 17-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS