ამის გარდა შეიძლება დაიდოთ კორექტორი თითებით, განსაკუთრებით თვალების ქვეშ, სადაც მნიშვნელოვანია ნაზად, დაჭიმვის გარეშე დაიდოთ კოსმეტიკური საშუალება. ყოველ პრობლემას უნდა შეურჩიოთ თავისი კორექტორი, არ შეიძლება ერთი და იგივე კორექტორის გამოყენება ყველა შემთხვევისთვის.
"ჩაშავებული თვალების" მოშორება შეიძლება ყვითელი და კანის ფერის მსუბუქი კორექტორების მეშვეობით, თითის ნაზი შეხებით.
თვალების ქვეშ შეშუპების დროს დაგეხმარებათ კანის ფერი კორექტორი. არ დაიდოთ ის პრობლემურ ადგილას, მასე შეშუპებული ადგილი
კაპილარები და გამონაყარი. თქვენი პრობლემა გაქრება მწვანე ფერის კორექტორის ფენის ქვეშ.
პიგმენტური ლაქები, ჭორფლი, სისხლჩაქცევა - საუკეთესო ეფექტი შეგიძლიათ მიაღწიოთ იასამნისფერი ან ვარდისფერი კორექტორით.
დაღლილი, უფერული სახის ფერი - სახეს გაგიცოცხლებთ ვარდისფერი ან ატმის ტონალობის კორექტორი ან ტონალური კრემი.
ნაიარევი, ტატუირება - ამ შემთხვევაში საჭიროა გამოიყენოთ სქელი კონსისტენციის და ძლიერი პიგმენტის კორექტორი ან ტონალური, მის მცირე რაოდენობასაც კი გააჩნია შენიღბვის დიდი ძალა. თუ ნაიარევი ამობურცულია, დაფარეთ ის მუქი ტონალობით, თუ ჩაღრმავებულია - მაშინ შედარებით ღია ფერით, ვიდრე არის მაკიაჟის ფუძე, ამით თქვენ ვიზუალურად აწონასწორებთ.
კესო ლაღიძე