11 მაისი, 2015
მაისის შროშანი სასწაულებს ახდენს - გულის უკმარისობა, მიოკარდიტი, გლაუკომა...
შროშანას პრეპარატები დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გულის დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის მწვავე და ქრონიკული გულის უკმარისობის დროს.

შროშანას ნაყენი შავბალახასა და ვალერიანასთან ერთად ეხმარება ათეროსკლეროზისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დროს. ამის გარდა შროშანა წარმატებით გამოიყენება როგორც სისხლის გამწმენდი და შარდმდენი საშუალება, გარეგანად კი - თვალების დაავადებების დროს საფენების სახით.

გულის უკმარისობა, ციებ-ცხელება, ფეხის გაკავება. 0,5 ლ ქილა ¾-ით გაავსეთ შროშანას ყვავილით, დაასხით პირამდე 90˚სპირტი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დასაყენებლად 14 დღით. ვადის გასვლის
შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნაყენი 10-10 წვეთი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

მიოკარდიტი. 5 გ შროშანას ყვავილი, 10 გ ცერეცოს ნაყოფი, 15 გ პიტნა, 20 გ ვალერიანის ფესვი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. ნაკრების 2 ს.კ. დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50-70 მლ 3-ჯერ დღეში. კურსი - 1 თვე.

გლაუკომა. 1 ჩ.კ. შროშანას ყვავილი და ½ ჭიქა ქორფა ჭინჭარის ფოთოლი აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 20 გ მდუღარე წყალი და დატოვეთ დასაყენებლად 10 საათით. შემდეგ გაწურეთ და გამოყენების წინ დაამატეთ კიდევ 5 გ წყალი. მიღებულ ნაყენში დაასველეთ საფენი და დაიდეთ თვალებზე 5-10 წუთით დღეში 3-ჯერ.




























































































































FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS