შროშანას ნაყენი შავბალახასა და ვალერიანასთან ერთად ეხმარება ათეროსკლეროზისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დროს. ამის გარდა შროშანა წარმატებით გამოიყენება როგორც სისხლის გამწმენდი და შარდმდენი საშუალება, გარეგანად კი - თვალების დაავადებების დროს საფენების სახით.
გულის უკმარისობა, ციებ-ცხელება, ფეხის გაკავება. 0,5 ლ ქილა ¾-ით გაავსეთ შროშანას ყვავილით, დაასხით პირამდე 90˚სპირტი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დასაყენებლად 14 დღით. ვადის გასვლის
მიოკარდიტი. 5 გ შროშანას ყვავილი, 10 გ ცერეცოს ნაყოფი, 15 გ პიტნა, 20 გ ვალერიანის ფესვი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. ნაკრების 2 ს.კ. დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 50-70 მლ 3-ჯერ დღეში. კურსი - 1 თვე.
გლაუკომა. 1 ჩ.კ. შროშანას ყვავილი და ½ ჭიქა ქორფა ჭინჭარის ფოთოლი აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 20 გ მდუღარე წყალი და დატოვეთ დასაყენებლად 10 საათით. შემდეგ გაწურეთ და გამოყენების წინ დაამატეთ კიდევ 5 გ წყალი. მიღებულ ნაყენში დაასველეთ საფენი და დაიდეთ თვალებზე 5-10 წუთით დღეში 3-ჯერ.