11 მაისი, 2015
გამაოგნებელი ფაქტები - როგორ გვიყალბებენ პროდუქტებს
დედამიწის მოსახლეობის მოთხოვნილება საკვებზე დღითიდღე იზრდება. ამის პასუხად მსოფლიო კვების ინდუსტრია ახალ-ახალი ფალსიფიკაციას მიმართავს და კარგად ნაცნობი, მადისაღმძვრელი პროდუქტების სახით ათასგვარ საშინელებას საკვებად ასაღებს.
წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ფალსიფიკაციებს, რომლებსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ.

არაჟანი - ნამდვილი სიყალბე

ყველაზე პოპულარულია რძემჟავა პროდუქტებს შორის. ის გარეგნულადაც და გემოთიც მართლაც ჰგავს არაჟანს. სინამდვილეში ცხოველური ცხიმი მცენარეულითაა შეცვლილი, რძის ცილა - სოიოთი, ეს უკანასკნელი კი გენური ინჟინერიიით არის მიღებული. ბოლოს ხელოვნური არომატიზატორი ემატება და გასაყიდად მზად არის. არაჟანი ძალიან სასარგებლოა,
ადვილად შეითვისება ორგანიზმში მაგრამ ეს ეხება ნამდვილ არაჟანს, რომელსაც ამზადებენ კლასიკური მეთოდით.
როგორ შევამოწმოთ პროდუქტის ნატურალურობა?
შემოწმება ძალიან მარტივია. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი არაჟანი და ჩადეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ნამდვილი არაჟანი მთლიანად გაიხსნება, ხოლო სხვა დანარჩენი დაილექება ჭიქის ფსკერზე.

ხიზილალა
დღეს ეს იოდით მდიდარი დელიკატესი, მაღალი ფასის გამო ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. თუ ხიზილალას აქვს თევზი გემო, მარცვლები სწორი ფორმისაა და ფერის, ეს არ ამტკიცებს მის ნატურალურობას. ნატურალური ხიზილალა ხელის მოჭერით უნდა სკდებოდეს და ოდნავ მომწარო გემო ჰქონდეს. მარცვლები უნდა იყოს მთელი, სითხე კი ძალიან ცოტა. თუ მარილი საგრძნობლად ნაკლები აქვს, ის ვერ გასტანს რეალიზაციის დრომდე. ხიზილალას ვადა სულ 3 დღე აქვს. ამიტომაც მწარმოებელი ამატებს კონსერვანტებს, რათა რეალიზაციის დრო გახანგრძლივდეს. საუკეთესო ხიზილალა დაფასოებულია ქილებში ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში სარწმუნოა, რომ მწარმოებელმა გამოიყენა კონსერვანტების მინიმუმი.

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ხიზილალა?

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS