გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალბატონები ინტენსიურად იწყებენ გარეგნობაზე ზრუნვას. წლის თბილ პერიოდში, როცა შილიფად გვიწევს ჩაცმა, განსაკუთრებულ საზრუნავს წარმოადგენს ცელულიტი. შემოგთავაზებთ რამდენიმე შინაურ რეცეპტს, რომელთა მთავარი კომპონენტი თაფლია და რომლებიც წონაში დაკლებასა და ვარჯიშთან ერთად, დიდ დახმარებას გაგიწევთ ცელულიტთან ბრძოლაში.
როგორ გავიკეთოთ თაფლის სახვევი
სასარგებლო ნივთიერებებმა კანში
ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ თაფლს რომელიმე ეთერზეთი ან მათი ნაკრები დაუმატოთ. მაგალითად, ძალიან სასარგებლოა ციტრუსების ან წიწვოვანი ხეების ეთერზეთები. 3-4 წვეთი სავსებით საკმარისი იქნება. დიდი რაოდენობით ეთერზეთის გამოყენებამ შეიძლება, კანის წვა და ქავილი გამოიწვიოს.
შეგიძლიათ, აგრეთვე, თაფლს მდოგვიც შეურიოთ. ამისთვის მდოგვისა და წყლისგან წინასწარ მოამზადეთ ფაფისმაგვარი მასა და შეურიეთ თაფლს პროპორციით: ორი წილი თაფლი და ერთი წილი მდოგვი. კანი რომ არ დაგეწვათ, მდოგვიან სახვევს ნახევარ საათზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ.
ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოგადგებათ თაფლისა და ყავის ნალექის ნაზავიც. ყავის ნალექი კანზე პილინგის ეფექტითაც მოქმედებს. ყავის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის ფანტელები ან ზღვის მარილი.
კანი ჯანსაღად და მიმზიდველად რომ გამოიყურებოდეს, რეგულარულად გაიკეთეთ თაფლისა და რძის სახვევები – ერთ წილ რძეს დაუმატეთ ორი წილი თაფლი.
გასახდომად და ცელულიტის წინააღმდეგ თაფლის სახვევები უნდა გაიკეთოთ კვირაში ორჯერ, ერთი კურსი შედგება 10-15 სეანსისგან. შემდეგ შეისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში კურსი კვლავ გაიმეორეთ.
პროფილაქტიკის მიზნით თაფლის სახვევის გაკეთება თვეში ერთხელაც საკმარისი იქნება.
ჟურნალი ''რეიტინგი''