07 მაისი, 2015
დაავადებების მკურნალობა სხვადასხვა თხილეულით - უშვილობის, ქოლესტერინის და პოტენციის პრობლემების დროს
კედარის თხილი. მასტოპათიის, მიომის, კისტის და საკვერცხეების ანთების დროს დაგეხმარებათ ასეთი ნაყენი: 1,5 ჭიქა ნაჭუჭს დაასხით 0,5 ლ არაყი და დადგით დასაყენებლად ბნელ ადგილას 10-12 დღით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი გაზავებული 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე 20 წუთით ადრე ჭამამდე დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი: 1 თვე მიიღეთ, 1 თვე დაისვენეთ და შემდეგ ისევ 1 თვე დალიეთ. wელიწადში უნდა ჩაიტაროთ 2-3 კურსი.

მიწის თხილი. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს: 1 მუჭა მიწის თხილი
დაფქვით ყავის საფქვავში და დაამატეთ ანადუღარი წყალი პროპორციით 1:3. მიიღეთ 2-3 ს.კ. ნარევი 2-3-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.

ნუში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება ნევროზების, შაკიკის, უძილობის დროს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას: მიიღეთ დღეში 50 გრამამდე.
ფსტა (ფისტაშკა). ღვიძლის დაავადებების, გასტრიტისა და კოლიტის დროს: ფსტა დანაყეთ და მიიღეთ 1-1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედებში.

კეშიუ. ხალხურ საშუალებებში კეშიუ ცნობილია როგორც ასთმის, ბრონქიტის, დიაბეტის და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა: ყოველდღიურათ მიიღეთ 2-3 ც. კეშიუს თხილი. სისხლძარღვოვანი დაავადებების, ჰიპოვიტამინოზის და სისხლის ნაკლებობის დროს მიიღეთ 2-2 ც. კეშიუს თხილი 3-ჯერ დღეში.

ბრაზილიური თხილი. უშვილობის მკურნალობის დროს, კატარაქტას პროფილაქტიკისთვის და მხედველობის გასაუმჯობესებლად დღეში 2-ჯერ მიიღეთ 1 ც. თხილი. ხოლო პროსტატის ადენომას და პოტენციის დაქვეითების დროს მიიღეთ 2-2 ც. თხილი დღეში 2-ჯერ საკვების მიღების შუალედებში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და მკურნალობა გაიმეორეთ.

ნებისმიერი თხილეული არ არის სასურველი 3 წლამდე ბავშვებისთვის, ვინაიდან ბავშვურ ორგანიზმში ჯერ არ არის ფერმენტები, რომლებიც შეითვისებენ საკვების ამ სახეობას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ბავშვებში გამოიწვიონ ალერგია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ელგა
კედარის თხილის ნაჭუჭი თუ გული გამოიყენება კისტის, მასტოპათიის ცრის, მე როგორც ვიცი გული, თუ შეიძლება დამიზუსტეთ. მადლობა წინასწარ
15:38 / 23-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS