2 თვიანი მეცნიერული ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბარდას გამოყენების შემდეგ გამოკვლევის ერთ ჯგუფს მაღალი წნევა დაეწია 20 %, შარდის წარმოება კი გაეზარდათ ნორმალურ მაჩვენებლებთან შესაბამისობაში. ამასთანავე, მეორე ჯგუფში, რომლებიც არ იღებდნენ ბარდას, დაავადებული თირკმელების მდგომარეობაში არავითარი პროგრესი დაფიქსირებული არ იყო.
ბარ
ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი PP) გვჭირდება სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად და ისეთი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ასთმა, ათეროსკლეროზი და კიბო.
ბარდას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ამცირებს ინფარქტისა და ჰიპერტონიის გაჩენის ალბათობას, ეწინააღმდეგება ნაღველის დაგუბებას და ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას. ასევე ბარდა რეკომენდებულია დიაბეტის, ტუბერკულოზის და ვიტილიგოს დროს.
ბარდას გააჩნია რბილი შარდმდენი მოქმედება და სასრგებლოა გახდომისთვის, ვინაიდან ააქტიურებს ცხიმოვან ცვლას. და ყველაფერთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ბარდას ხშირი გამოყენება დიდხანს უნარჩუნებს კანს ახალგახრდობას.