ცხიმების დაწვის უნარი ისეთი უნიკალური და ყველასათვის ხელმისაწვდომი კომპონენტების წყალობით, როგორიცაა კოჭა, ვაშლი და თაფლი, ვლინდება სასმელის სისტემატური გამოყენების შემდეგ. ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიყვანოთ თქვენი კვების რაციონში.
დაგჭირდებათ:
კოჭას (ჯანჯაფილის) ფესვი - 1 ც. (10 სმ)
წითელი ვაშლი - 10-12 ც.
ლიმონი კანიანად - 2 ც.
ნატურალური თაფლი (გემოვნებით)
დარიჩინი - 2 ჩ.კ.
წყალი - 4-5 ლ
კოჭას ფესვი გაასუფთავეთ, დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში. ვაშლი დაჭერით კანიანად და დაამატეთ კოჭას. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და დარიჩინი. ამ ყველაფერს დაასხით წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და მოხარშეთ 3 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით და თბილ მდგომარეობაში გაწურეთ. დააფარეთ თავსახური და როცა სასმელი გაცივდება, დაამატეთ ლიმონის წვენი და გემოვნებით თაფლი. სასმელის სიტკბო არეგულირეთ თქვენი ნება-სურვილით. მიიღეთ დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს. სასმელი შეინახეთ მაცივარში