01 მაისი, 2015
ინგლისური მარილის უნიკალური და სასარგებლო თვისებები - მკურნალობა იაფად
ინგლისური მარილი მართალია ჰგავს მსხვილ საკვებ მარილს, მაგრამ მასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამ შემთხვევაში სიტყვა "მარილს" აქვს ქიმიური ტერმინის მნიშვნელობა. ინგლისური მარილი ბუნებრივი მინერალია და მოიპოვება წყალში. მისი ქიმიური სახელწოდაბაა მაგნიუმის სულფატი.

ინგლისური მარილი (იყიდება აფთიაქში) გამოიყენება როგორც კოსმეტოლოგიაში, ასევე მედიცინაში. მას გააჩნია დამამშვიდებელი, სპაზმოლიტიკური თვისებები. მის ხსნარს იყენებენ კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად, გარეგანად კი როგორც ჭრილობების მოსაშუშებელი საშუალება.

1. ტკივილი ფეხებში
. ფეხებში მტკივნეული შეგრძნებების, დაღლილობის, უსიამოვნო სუნის დროს და ფეხის კანის დასარბილებლად დაგეხმარებათ ასეთი აბაზანა: ტაშტში
ჩაასხით იმდენი თბილი წყალი რომ დაფაროს კოჭები, დაამატეთ ½ ჭიქა ინგლისური მარილი და 20-30 წუთით ჩააწყეთ ფეხები.

2. კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ინგლისურ მარილს წარმატებით იყენებენ შეკრულობების დროს და კუჭ-ნაწლავის მუშაობის აქტივიზაციისთვის. 1 ჭიქა ცხელ წყალს დაამატეთ 1 ს.კ. ინგლისური მარილი და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი. მიიღეთ დილაობით 3 დღეში ერთხელ 1 თვის განმავლობაში.

3. სახისა და ტანის სკრაბი. 1/2 ჩ.კ. ინგლისური მარილი აურიეთ ცოტაოდენ სახის დასაბან გელთან ან თხევად საპონთან, მასაჟური მოძრაობებით გაიწმინდეთ სახე და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ტანისთვის: 2-3 ს.კ. ინგლისური მარილი ტანის დასაბან გელთან.

4. მშრალი შამპუნი. არსებობს სიტუაციები, როცა არ გაქვთ საშუალება დაიბანოთ გაჭუჭყიანებული თმები. ასეთი შემთხვევებისთვის ინგლისური მარილი მშვენიერი გამოსავალია. 1-2 ს.კ.ინგლისური მარილი (გააჩნია თმის სიგრძეს) დაიყარეთ თმის ძირებში და წრიული მოძრაობებით შეიზელეთ თმებში, შემდეგ კარგად დაივარცხნეთ თმა. ინგლისური მარილი წმენდს ფოლიკულებს და გაგიადვილებთ თმის დავარცნას და ვარცხნილობის გაკეთებას.

5. ცხიმიანი თმის მკურნალობა. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ინგლისური მარილი გადააქცევს ჩვეულებრივ შამპუნს სამკურნალო შამპუნად, ვინაიდან ის კარგად იწოვს ზედმეტ ცხიმს. აურიეთ ერთმანეთში ინგლისური მარილი და შამპუნი პროპორციით 1:1. შამპუნი უნდა გამოიყენოთ მშრალ თმაზე. დაიტოვეთ 2-3 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ 1 ლ წყალში გახსნილი 1ლიმონის წვენი ან 2 ს.კ. ვაშლის ძმარი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS