30 აპრილი, 2015
როგორ გავნთავისუფლდეთ ოფლისა და უსიამოვნო სუნისგან იღლიებში სამუდამოდ
თვითონ ოფლს არ გააჩნია სუნი. უსიამოვნო სუნს ქმნიან ბაქტერიები, რომლებიც გროვდებიან იღლიის არეში, სადაც მათთვის ხელსაყრელი ნოტიო მიკროფლორაა. ხალხური საშუალებები შეიძლება არ არის ისეთი მოხერხებული როგორც დეზოდორანტების გამოყენება, მაგრამ ჯერ ერთი, ყველა დეზოდორანტი ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას:

ხანდახან ისინი უბრალოდ ნიღბავენ სუნს. მეორეც: დეზოდორანტის ხშირი გამოყენება სახიფათოა ქალის ჯანმრთელობისთვის. არსებობს ხალხური რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

1. 60 გ გვირილას დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი,
დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ 2 ს.კ. სოდა. კარგად აურიეთ და სასწაულმოქმედი ნაყენი მზადაა. საპნით დაბანილი და გამშრალებული პრობლემური ადგილები რეგულარულად გაიწმინდეთ მიღებული ნაყენით, რომლის წყალობით განთავისუფლდებით უსიამოვნო სუნისგან.

2. 1 ს.კ. მუხის ქერქს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში და გადმოდგით. როცა ნახარში გაცივდება, გაწურეთ და დაამატეთ 1/2 ლიმონის ახლადდაწურული წვენი. დღეში ერთხელ გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები მიღებული ნახარშით. კანი უნდა იყოს სუფთა (საპნით) და მშრალი. ასეთი ნახარშის რეგულარული გამოყენება ავიწროებს ფორებს, ამცირებს ოფლის გამოყოფას და აშორებს უსიამოვნო სუნს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS