29 აპრილი, 2015
გაზაფხულზე ფილტვებისა და ბრონქების გაწმენდის უნიკალური რეცეპტები რძითა და შვრიით
ხშირი რესპირატორული დაავადებების, სხვადასხვა მიკროორგანიზმების და მოწევის ზეგავლენის შედეგად ფილტვებში გროვდება ლორწო, რომელიც გუბდება სასუნთქ გზებში და ხელს უშლის სასუნთქი სისტემის და ფილტვების ნორმალურ მუშაობას, აქედან გამომდინარე ჩნდება ხველა, სისველე, უსიამოვნო შეგრძნებები ბრონქების არეში. გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში.

ფილტვების გაწმენდა რძით და შვრიით
. 1 ჭიქა შვრიის მთელ მარცვალს დაასხით 0.5 ლ რძე, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ მანამ, სანამ რძე არ განახევრდება. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და გაატერეთ საცერში. სამკურნალო რძე მიიღეთ
2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 30 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.

ფილტვების გაწმენდა ფიჭვის გირჩების ნახარშით. გაზაფხულზე დაკრიფეთ 1 კგ ქორფა ფიჭვის გირჩები. დაასხით ცივი წყალი ისე, რომ დაფაროს 2 სმ და დადგით მოსახარშად. როცა ადუღდება, გადმოდგით და დაამატეთ შაქარი პროპორციით 1 ლ წყალზე 1 კგ შაქარი. კარგად მოურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 2 საათის განმავლობაში.

პერიოდულად მოურიეთ და მოხადეთ ქაფი. მიიღეთ 2 ჩ.კ. დღეში ერთხელ ჭამამდე 20 წუთით ადრე. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ გემრიელი მურაბა, არამედ წამალია და მისი დიდი დოზებით მიღება აკრძალულია. თავისი სასრგებლო და ეფექტური თვისებების მიუხედავად, ფიჭვის გირჩებზე დამზადებული საშუალებები აკრძალულია მწვავე ჰეპატიტის,
თირკმელების დაავადებებისა დროს და ფეხმძიმე ქალებისთვის.

ფილტვების გაწმენდა ნირით და ხახვით. 1 დიდი თავი ხახვი და 1 თავი ნიორი წვრილად დაჭერით, დააყარეთ 5 ს.კ. შაქარი და დატოვეთ დასაყენებლად 2-3 საათით სიროფის მისაღებად. სამკურნალო სიროფი უნდა მიიღოთ 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ.

















































































































FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS