2. ნიღაბი ცხიმიანი
3. მათეთრებელი ნიღაბი (აღიავებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს). 4 ს.კ. ახლადდაწურულ ანანასის წვენს დაამატეთ 2 ჩ.კ. თხელი თაფლი და 3 ს.კ. იოგურტი. დატოვეთ დასაყენებლად 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ სქელი ფენით წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ გრილი წყლით.
4. მკვებავი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის. ანანასის 1 რგოლი, 1.სკ. ბანანის რბილობი და 1 ჩ.კ. თაფლი აურიეთ ერთმანეთში. დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი პროცედურის შემდეგ წაისვით სახის დამატენიანებელი კრემი.
5. სილამაზის რეცეპტი მშრალი კანის დასატენიანებლად. თანაბარი რაოდენობის ანანასის რბილობი და ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და სქელი ფენით დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.