16 აპრილი, 2015
7 მითი ტკბილეულზე, რომელიც სიმართლე აღმოჩნდა
თუ ორსულობის პერიოდში ბევრ ტკბილს შეჭამ, ბავშვს დიათეზი ექნება

სინამდვილეში: პედიატრებიც ზუსტად ასე ფიქრობენ.

ტკბილი უკეთესად აზროვნებას უწყობს ხელს

სინამდვილეში: მართალია. ვინაიდან ტვინის უჯრედები განსაკუთრებით გლუკოზით იკვებება, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სისხლში მის რაოდენობაზე, ხოლო ტვინის არასაკმარისი კვება მაშინვე აისახება მის მუშაობაზე. ამიტომ შოკოლადის ნატეხი (ან ცოტაოდენი ტკბილი სასმელი) ლექციებს შორის ზედმეტი არ იქნება. თუმცა იმას ნუ იფიქრებთ, რომ რაც მეტ ტკბილს შეჭამთ, მით უფრო კარგად იაზროვნებთ, პირიქით!

თეთრი მინანქრით დაფარული შოკოლადის ჭამა არ შეიძლება

სინამდვილეში: თეთრი მინანქარი - ეს შაქარია, რომელიც შოკოლადის ზედაპირზე დაკრისტალდა ან ძალიან დიდხანს, ან არასწორი შენახვის გამო, მაგალითად, მაცივარში. ის პროდუქტის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. შეგიძლიათ თამამად შესანსლოთ.

შოკოლადი ყაბზობას იწვევს

სინამდვილეში: თუ მის გარდა სხვას არაფერს შეჭამთ, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ თუ სწორად იკვებებით და საკმარისი რაოდენობის უჯრედისს მიირთმევთ, ამ მხრივ შოკოლადი საშიში არ არის.

ბევრი შოკოლადის ჭამისგან მუწუკები ჩნდება

სინამდვილეში: ამერიკელმა მეცნიერებმა ამ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის შემოწმება სცადეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გულის არევამდე (პირდაპირი გაგებით) კვებავდნენ შოკოლადით. მოარული აზრი არასწორი აღმოჩნდა.

შაქრის შემცვლელები ნაკლებ მავნეა, ვიდრე შაქარი

სინამდვილეში: გააჩნია, რისთვის. თუ მხედველობაში გაქვთ სხეული - დიახ. შაქრის ხელოვნური შემცვლელები კალორიებს პრაქტიკულად არ შეიცავს, ხოლო ჯანმრთელობის თვალსაზრისით სადავო საკითხია. არის მონაცემები, რომ შაქრის შემცვლელები იმუნიტეტს აქვეითებს.

თუ გსურს გახდომა, ტკბილეულზე უარი უნდა თქვა

სინამდვილეში: სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ყოველგვარ ტკბილეულს გამორიცხავ და ჩვეულ რაციონში სხვას არაფერს შეცვლი, აუცილებლად გახდები, მაგრამ შეიძლება ტორტი ჭამო და მაინც გახდე, თუ შთანთქმული კალორიები დახარჯულზე ნაკლები იქნება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS