ცაცხვის ყვავილობის დროს (დაახლოებით ივნისში) მოწყვიტეთ რამდენიმე ტოტი ყვავილით და ფოთლებით და მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში. თუ ვერ იშოვით ცოცხალ ცაცხვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი ცაცხვის ყვავილები და ფოთლები (იყიდება აფთიაქში) პროპორციით 50 გ 3-4 ლ წყალზე.
ქვაბში ჩაასხით მდუღარე წყალი და დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე 30 წუთით. უმჯობესია ეს გააკეთოთ დილას, საღამოს კი შეათბეთ ნახარში სასიამოვნო ტემპერატურამდე, გადაასხით ტაშტში და ჩადალაგეთ ფეხები კოჭებამდე.
მოიხვიეთ შალი და იჯექით მასე 30-40 წუთის განმავლობაში. პროცედურა ჩაიტარეთ 3-4 დღე და
გამოიყენეთ ერთი და იგივე ნახარში. ყვავილი და ფოთლები, რომლებიც ნახარშშია, ყოველდღიურად უფრო კონცენტრირებულს ხდიან მას, ამიტომაც პროცედურის დროს მუდმივად ჩაამატეთ ხოლმე ცოტაოდენი ცხელი წყალი.
პროცედურის დამთავრების შემდეგ ჩაიცვით შალის წინდა და ჩაწექით ლოგინში.
ცაცხვის ნახარშს გამოყავს მარილები სახსრებიდან და ამცირებს პოდაგრის "კოჭებს".