მართალია, რომ მედიკამენტებს თან ახლავს გვერდითი ეფექტების, შემადგენელი ნივთიერებებისა და გამოყენების წესები, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომლის გარკვევაც ფარმაცევტთან გმართებთ. ამ სტატიაში მოცემულია 5 შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ.
შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული მედიკამენტი სხვა წამალთან ერთად მივიღო?
რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღებისას შეიძლება რომელიმეს (ან ყველას ერთად) ეფექტი დაეკარგოს/შეუმცირდეს. ასევე მოსალოდნელია
გაქვთ ჯენერიკ მედიკამენტები?
ჯენერიკ მედიკამენტები მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ისინი უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ 75%-ით უფრო ძვირი ღირს, მაგრამ თუ ჯიბე ხელს გიწყობთ, თანხის გადახდა ნამდვილად ღირს.
როგორ უნდა მოვიქცე თუ წამლის დალევა ერთხელ მაინც დამავიწყდება?
ყველა ჩვენგანს დავიწყებია წამლის დალევა. თუ სამედიცინო განათლება არ გაქვთ არამგონია დაზუსტებით იცოდეთ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს. ზოგი მაშინვე იღებს მედიკამენტს, როგორიც კი ახსენდება რომ საჭირო დროს გადაცდა, ზოგიც კი საღამო ხანს (ან ღამეს) ელოდება.
ქალები ხშირად სვამენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. როგორ ფიქრობთ, ამ დროს რამდენად რისკიანია ერთი ტაბლეტის გამოტოვება? ყველა წამალს თავისი სპეციფიკა აქვს, შესაბამისად აუცილებელია მეტი ინფორმაცია მიიღოით მისი მოხმარების წესებზე.
როგორ მოვიქცე თუ მკურნალობის პერიოდში დავორსულდები?
თუ თქვენ ორსულად ხართ, გეგმავთ ოჯახის გაფართოებას ან უბრალოდ გეშინიათ რომ შეიძლება დაფეხმძიმდეთ, აუცილებლად უნდა გაესაუბროთ წამლებზე ექიმს. მასთან კონსულტაციის შემდეგ იგივე ან სხვა(გამორჩენილი) შეკითხვები ფარმაცევტსაც უნდა დაუსვათ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ(მრავალფეროვანი გახადოთ), რომ ნაყოფი და საკუთარი სიცოცხლე სიკვდილის საშიშროების წინაშე არ დააყენოთ.
როგორ უნდა მივიღო ეს წამალი?
ზოგიერთი მედიკამენტი ენის ქვეშ უნდა ამოიდოთ, ზოგი გარკვეული დოზის წყალში უნდა გახსნათ, არსებობს დასაღეჭი ან უბრალოდ გადასაყლაპი წამლები. დალევის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით წამალი ორგანიზმში შეიწოვება.
რადა მახარაძე