თქვენი სექსუალურ ცხოვრება
რამდენი პარტნორი გყავთ ერთდროულად? ან რამდენი გყოლიათ სხვადასხვა დროს? ყოველთვის
მარტო გძინავთ თუ პარტნიორთან ერთად? როდესაც გინეკოლოგი ამ კითხვებს გისვამთ, არ მოატყუოთ. იცოდეთ, რომ მას არაფერი გააკვირვებს ან აღაშფოთებს. თქვენს პასუხებს პროფესიული კუთხით მიუდგება.
თმის მდგომარეობა უხერხულ ადგილებში
ფეხების გაპარსვა დაგავიწყდათ ან ეპილაცია არ გაგიკეთებიათ ბიკინის ზოლზე? მერე რა? ვის აინტერესებს? თქვენი გინეკოლოგი ასეთ წვრილმანებს მნიშვნელობას არ ანიჭებს.
სუნი, სისველე, გამონადენი
თუ ამ კუთხით რაიმე ცვლილება შეამჩნიეთ, აუცილებლად მოუყევით, რომ სწორი დიაგნოზი დასვას.
ფორმა და ზომა
ყველა ქალს განსხვავებული ზომის საშო აქვს. მათი ფორმა და ზომა არც დასამალია და არც სასირცხვლო. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ხელით კონაქტისას გინეკოლოგები უფრო ადვილად იკვლევენ პრობლემას.
სექსუალური სიძნელეები
თქვენს გინეკოლოგს სურს რომ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება გქონდეთ. ექიმი: ,,არსებობს სტერეოტიპი, რომ რაც უფრო ახალგაზრდა ხარ მით ნაკლბი სექსუალური გამოცდილება უნდა გქონდეს და შენი ინტიმური ცხოვრება ნაკლებად აქტიური უნდა იყოს. ჩვენ ამას ყუადღებას არ ვაქცევთ."
თამამად მოითხოვეთ ორსულობის ტესტი
ის რომ თქვენ ორსულად შეიძლება იყოთ, არ მიუითებს რაიმე ცუდზე. იმის თქმა, რომ სხვა გინეკოლოგის აყვანა გსურთ თქვენი გინეკოლოგი თქვენი მესაიდუმლე უნდა იყოს. თუ კონკრეტულ ექიმს არ ენდობით და მასთან თავს კომფორტულად არ გრძნობთ, უთხარით პირდაპირ რომ მისი შეცვლა გინდათ.
რადა მახარაძე