08 აპრილი, 2015
ასრულდა თქვენი ოცნება - შოკოლადის დიეტა, რომელიც ჭარბ წონას სამუდამოდ დაგავიწყებთ
ასრულდა უამრავი ტკბილეულის მოყვარულთა ოცნება: ახლა უკვე შესაძლებელია მიირთვათ საყვარელი შოკოლადი და ამავდროულად დაიკლოთ წონაში.

რაში მდგომარეობს ამ მონოდიეტის არსი, რომელიც დაგეხმარებათ 7 დღეში წარსულში დატოვოთ 5-6 არასასურველი კილოგრამი?

დაგჭირდებათ:

დაფქული ყავა
უცხიმო რძე (ყავაში დასამატებლად, სურვილისამებრ)
მინერალური წყალი გაზის გარეშე
შავი შოკოლადი - 90-100 გ

100 გ მწარე შავი შოკოლადი შეიცავს საშუალოდ 540 კკალ. შოკოლადი დანამატებით კი უფრო კალორიულია, ამიტომაც მოცემულ მეთოდიკაში მას არ იყენებენ.

დღეში სამჯერ მიიღეთ, 1 ფინჯანი უშაქრო ყავა და 30
გ შავ შოკოლადი. ყავაში სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი უცხიმო რძე.

მინერალური წყალი გაზის გარეშე დალიეთ ყოველი ყავა-შოკოლადის წახემსებიდან 2 საათის შემდეგ.

ღამე თუ ძალიან მოგშივდებათ მიირთვით ზეთით შენელებული ბოსტნეულის სალათა ან უცხიმო კეფირი.

გასახდომ შოკოლადის დიეტას მიაყოლეთ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები და წონის დაკლება არ დატოვებს თქვენს სხეულზე არასასურველ მოშვებულობას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS