06 აპრილი, 2015
2 რეცეპტი იმუნიტეტის ასამაღლებლად
გაზაფხულზე ორგანიზმი ვიტამინების მარაგისგან თითქმის დაცლილია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ბუნებრივი საშუალებებით დაეხმარებით.

2 სუფრის კოვზ კაკლის ფოთლებს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, მთელი ღამით გააჩერეთ თერმოსში და დალიეთ მეოთხედი ჭიქა დღეში. უფრო მარტივია, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე 5-6 ცალი ნიგოზი შეჭამოთ.

250 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი და 200 გრამი შაქარი კარგად აურიეთ. დაუმატეთ 0,5 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე საათ-ნახევარი ხარშეთ. გაგრილებულ მასას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ შუშის ბოთლში.
მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-5-ჯერ დღეში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
XATIA
კაკლის ფოთლები ანუ ახალი მწვანე ფოთლებს გულისხმობთ ალბათ ხოო??
14:52 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS