06 აპრილი, 2015
დილის პროცედურები სილამაზისთვის – ყველაზე სასარგებლო ინფორმაცია ქალებისთვის
დილიდანვე რომ გალამაზდეთ და მთელი დღის განმავლობაში მხნედ გამოიყურებოდეთ, ამისთვის სულ რამდენიმე მარტივი პროცედურა დაგჭირდებათ. ეს პროცედურები განსაკუთრებით დაძაბული ღამის შემდეგ გამოგადგებათ.

დილის ვარჯიში

არაფერი ისე არ მატებს ადამიანს ენერგიას, როგორც სირბილი მუსიკის თანხლებით, იოგა ან თუნდაც ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიში. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, გაითვალისწინეთ, თუ ძალიან დაძაბული ღამე გქონდათ, ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება, ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს.

ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ შხაპი გამაგრილებელი გელით. თუ მშრალი კ
ანი გაქვთ, კრემ-გელი გამოიყენეთ. კარგი იქნება, ეს საშუალებები ციტრუსის ან პიტნის არომატის მენთოლს შეიცავდეს, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ხსნის დაღლილობას.

ცივი შხაპი

მიიღეთ ცივი შხაპი, უმჯობესი იქნება, თუ კონტრასტულ შხაპს მიიღებთ. ამგვარი პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აცხრობს შეშუპებას, სახეზე ფორებს ნაკლებშესამჩნევს ხდის.

რაც შეეხება ყინულის კუბიკებს, რომლითაც დილით სახის დაზელას ხშირად ურჩევენ, გაითვალისწინეთ, ეს მეთოდი უხდება მხოლოდ მკვრივი კანის მფლობელებს, სხვებს ამ პროცედურამ შეიძლება ავნოს.

გაიწმინდეთ სახე

ღამით გამომუშავებული ზედმეტი ცხიმის მოშორების შემდეგ კანი უკეთ შეიწოვს კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალ სასარგებლო კომპონენტებს. ცხიმის მოსაცილებლად შეგიძლიათ, სკრაბი გამოიყენოთ.

შინაური ნიღბები

სწრაფი მოქმედების ნიღბები შეშუპებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მართალია, მზა კოსმეტიკური საშუალებები უფრო სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს, მაგრამ თუ საკუთარი ხელით მომზადებულს უფრო ენდობით, შემდეგ რეცეპტებს
შემოგთავაზებთ:


საშუალო ზომის კიტრი და 2-3 ცალი მარწყვი წვრილად გახეხეთ, აურიეთ ერთმანეთში, მიღებული მასა წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ერთმანეთში აურიეთ ბანანის რბილობი, 3 ჩაის კოვზი ხაჭო, ერთი ათქვეფილი კვერცხის გული, ერთი კაფსულა E ვიტამინი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

შეათბეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, დაუმატეთ 5-6 წვეთი ფორთოხლის ან ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
შეშუპების დასაცხრობად

თუ დილით თვალები შეშუპებული გაქვთ, დააყენეთ შავი ან მწვანე ჩაი. დაასველეთ მასში კოსმეტიკური დისკები და ცოტა ხნით მაცივარში შედეთ. გაცივებული დისკები მიიდეთ თვალების ქვედა ქუთუთოების არეში 5-10 წუთით. ჩაის ნაცვლად შეგიძლიათ, ყავაც გამოიყენოთ.

მზერა რომ უფრო ელვარე გაგიხდეთ, დახარეთ თავი, შეისხურეთ ცივი წყალი, თან თვალები სწრაფად ახამხამეთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS